მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 18:27

26. ჰრქუა მას ერთმან მონათაგანმან მღდელთ-მოძღურისამან – ნათესავი იყო მისი, რომელსა-იგი პეტრე წარჰკუეთა ყური – არა მე გიხილეა მტილსა მას შინა მის თანა?27. და კუალად უვარ-ყო პეტრე. და მეყსეულად ქათამმან იყივლა.28. და მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა ჭამონ პასექი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18
27. და კუალად უვარ-ყო პეტრე. და მეყსეულად ქათამმან იყივლა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა პეტრეს მჴევალმან მან: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარა ამის კაცისათაჲ? ჰრქუა პეტრე: არა ვარ“ (18,17).:

..., და ჰკითხეს მას, და კუალად უარ-ყო. და მერმე ნათესავმან მან მის მონისამან, რომლისადა ყური წარეკუეთა პეტრეს, იგი შესწამებდა, ვითარმედ: „არა მე გიხილეა მტილსა მას მის თანა?“ (18,26). და მტილი რაჲ აჴსენა, არავე ლმობიერ იქმნა პეტრე, არამედ კუალადცა უარ-ყო.

ხოლო რაჲსათჳს ოთხთავე მახარებელთა ერთობით თქუეს პეტრეს-თჳს? არა თუ მას შეასმენენ, - ნუ იყოფინ! - არამედ რაჲთამცა გამოაჩინეს, თუ რაოდენ ბოროტ არს არა მინდობაჲ ღმრთისაჲ, არამედ თავისა თჳსისაჲ. ხოლო შენ გიკჳრდინ სახიერებაჲ იგი მოძღურისაჲ, ვითარ შეკრული განიკითხვოდა, და ზრუნვიდა მისთჳს მას ყოველსა შინა და მიხედვითა მისითა ლმობიერ-ჰყოფდა და ცრემლად აღადგენდა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიიყვანეს იგი კაიაფაჲსით პილატესა“ (18,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იქმნა ესე ყოველი, რაჲთა სიმრავლემან მსაჯულთამან გამოაჩინოს ჭეშმარიტებაჲ იგი საქმისაჲ მის; ხოლო იყო განთიადი, რამეთუ პირველ ქათმის ყივილისა კაიაფაჲსა მიიყვანეს და განთიად - პილატესა, ; (27,1-2); ; (15,1);...

სრულად ნახვა