...ნი ვერცა ერთსა ბრალსა შემძლებელ იყვნეს პოვნად, არამედ ნაცვალად კეთილთა მათ მრავალთა, და ამას ყოველსა ზედა არავე დასცხრებოდა კეთილის-ყოფად მათდა სიტყჳთ და საქმითცა. და რაჟამს-იგი მონამან ვინმე სცა მას ყურიმალსა, მიუგო მან, ვითარმედ: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილად ვიტყოდე, რაჲსა მცემ?“ ხოლო ამათ სიტყუათა მტერთა მიმართ და მკლველთა იტყოდა. არამედ ვიხილოთ, თუ მოწაფეთა თანა რასა იქმს აწ, და უფროჲსად, თუ რასა იქმს მიმცემელისა თანა მისისა, რამეთუ რომლისაჲ-იგი უფროჲს ყოველთაჲსა ჯერ-იყო მოძულებაჲ, რამეთუ მოწაფე იყო, და ზიარ ტაბლისა და პურისა მის იქმნა, და ესეოდენ-თა საკჳრველებათა ხილვად ღირს იქმნა, და ქმნა ყოველთასა უბოროტჱსი, რამეთუ მისცა იგი ჴელთა მტერთასა. და იხილე, თუ ესევითარსა მას ვითარ პატივ-სცემს და დაჰბანს ფერჴთა, რაჲთამცა ნუუკუე დააყენა იგი უკეთურებისაგან ამით სახითა. და მას ძალ-ედვა, უკუეთუმცა ენება, რაჲთამცა განაჴმო იგი, ვითარცა ლეღუსა მას უყო, და რაჲთამცა დაადნო იგი, ვითარცა კლდენი დაადნვნა, და განაპომცა, ვითარცა კრეტსაბმელსა მას უყო, გარნა არა ინება უნებლიაჲთ დაყენებაჲ ბოროტისა მისგან, არამედ რაჲთამცა ნეფსით მოქცეულ იყო. ამისთჳს დაჰბანნა ფერჴნი, და ამისგანცა არავე შეიკდიმა უბადრუკმან მან და საწყალობელმა...
სახარებაჲ იოვანესი 18:23
22. და ვითარცა ესე თქუა იესუ, ერთმან მსახურთაგანმან მუნ მდგომარემან სცა ყურიმალსა იესუს და ჰრქუა: ესრეთ სიტყუას-უგება მღდელთ-მოძღუარსა?23. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსათჳს მცემ?24. და მიავლინა იგი ანა კრული კაიაფაჲსა, მღდელთ-მოძღურისა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18