...ს დიდებისათჳს კაცთაჲსა, არამედ ამის ყოვლისა უზეშთაეს არს; და რომელნი მისა მიივლტოდიან უშიშად, დაიცავს ყოვლისაგან ბოროტისა; და მალვისაგან თჳსთა საქმეთაჲსა შორს არს, რამეთუ ყოველი მისი საქმჱ ცხადად ბრწყინავს. ამისთჳსცა ქრისტე ეტყოდა პილატეს, ვითარმედ: „მე მარადის ცხადად ვასწავლიდი და ფარულად არაჲ მითქუამს“. ეგრეთვე აქაცა იქმს, რამეთუ მოვიდა ჰურიასტანად და მუნ ნათელ-სცემდა.
„იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალემსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს და ნათელს-იღებდეს“ (3,23). რამეთუ უფალი დღესასწაულთა ქალაქად მოვიდოდა, რაჲ-თა შორის ყოვლისა ერისა იქმოდის სასწაულთა, და შემდგომად დღესასწაულთა კუალად იორდანედ მივიდის, რამეთუ მუნცა მრავალნი შეკრბებოდეს. და უფალი მარადის, სადა ერი მრავალი არნ, მუნ მივიდის სწავლად და სარგებელად. ხოლო არა თუ თჳთ ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, ვითარცა ქუემორე იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი“. ხოლო რაჲსათჳს არა ნათელ-სცემდა თჳთ? გარნა ამისთჳს, რამეთუ პირველ თქუა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“, ;...