მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 18:19

18. დგეს მონანი იგი და მსახურნი მღდელთ-მოძღუართანი, და ნაკუერცხალი აღეგზნა, რამეთუ ყინელი იყო, და ტფებოდეს. დგა მათ თანა პეტრეცა და ტფებოდა.19. ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან ჰკითხა იესუს მოწაფეთა მისთათჳს და მოძღურებისა მისისათჳს.20. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მე განცხადებულად ვეტყოდე სოფელსა და მე მარადის ვასწავებდ შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა-იგი ყოვლადვე ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად არარას ვეტყოდე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18
19. ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან ჰკითხა იესუს მოწაფეთა მისთათჳს და მოძღურებისა მისისათჳს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა არა იყო ესე ბოროტისმოქმედი, არამცა მიგუეცა შენდაო“ (18,30).:

...არა იყო ესე ბოროტისმოქმედი, არამცა მიგუეცა შენდაო“ (18,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ! და რად არა ამხილებთ ბოროტსა მას, არამედ ოდენ იტყჳთ, ვითარმედ ბოროტისმოქმედი არს, და საქმესა მას ბოროტსა ვერ შესწამებთ? ჰხედავა, რამეთუ ვერარას სადა ჰპოებდეს? ანა ჰკითხა სწავლისა მისისა და ვერარაჲ პოვა ბრალი, მიავლინა კაიაფაჲსა, და კაიაფა ვერარაჲვე პოვა, და მიიყვანა პილატესა; და პილატე ეტყჳს: „რასა შესმენასა მოიღებთ ამის კაცისათჳს?“ და ვერარას იტყჳან ჭეშმარიტსა. ამისთჳსცა ჰრქუა მათ პილატე:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიიყვანეთ ეგე და შჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ. ჰრქუეს მას ჰურიათა: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი თქუა და აუწყა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ“ (18,31-32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: ჯერ-იყო, რაჲთა არა ჰურიათათჳს ოდენ, არამედ წარმართთათჳსცა მოკუდეს. და ამისთჳს თქუეს: „ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ“, გინა თუ ჯუარს-ცუმაჲ. და ჰურიანი არა ჯუარს-აცუმიდეს, არამედ სხჳთა სახითა მოჰკლვიდეს, ვი-თარცა სტეფანეს ქვაჲ დაჰკრიბეს, და არა ჯუარს-აცუმიდ...

სრულად ნახვა