მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 18:15

14. ხოლო ესე კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობეს არს კაცისა ერთისა სიკუდილი ერისათჳს.15. მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. ხოლო მოწაფე იგი ერთი მეცნიერ იყო მღდელთ-მოძღურისა და შევიდა იესუჲს თანა ეზოსა მღდელთ-მოძღურისასა.16. ხოლო პეტრე დგა კარსა თანა გარეშე. განვიდა ერთი იგი მოწაფე, რომელი იყო მეცნიერ მღდელთ-მოძღურისა, და ჰრქუა მეკარესა მას დედაკაცსა და შეიყვანა პეტრე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18
15. მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. ხოლო მოწაფე იგი ერთი მეცნიერ იყო მღდელთ-მოძღურისა და შევიდა იესუჲს თანა ეზოსა მღდელთ-მოძღურისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მისდევდა მას პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ“ (18,15).:

...ტოჲ შეუდგა. ამისთჳს სახელი თჳსი არა თქუა, არამედ ოდენ პეტრესი, და აჴსენა მცირედ თავი თჳსი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტებით იტყჳს ყოველსავე, რამე-თუ მუნ იყო თანამდგომარე. და იხილე მისი საქმჱ, რაჲთა არავის უკჳრდეს, რომელ სხუანი ყოველნი წარვიდეს, და პეტრეცა გარე დაშთა, და იგი ოდენ შევიდა უფალსა თანა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“ (18,15,16), რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ახოვნებისა და უშიშოებისა თჳსისაგან ქმნა. და არა თუ ვითარცა საქებელად რაჲმე თქუა, თუ: „მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“, - ნუ იყოფინ! - არამედ, ვითარცა ვთქუ, მის მიზეზისათჳს თქუა, რაჲთა არავის უკჳრდესო ახოვნებაჲ მისი, რამეთუ მისი განგებაჲ მარადის სიმდაბლითა შემკობილ იყო, და პეტრესთჳს თქუა, ვითარმედ: არა უტევებდეს შესლვად, უკუეთუ არა, იგიცამცა შესრულ იყო მის თანა. არამედ დიდ არს პეტრესიცა, რამეთუ ყოველთა დაუტევეს უფალი, და მან არა დაუტევა, დაღაცათუ შინა ვერ შევიდა, ვიდრემდის გამოვიდა და ჰრქუა იოვანე მეკარესა შეყვანებად; არამედ რად არა თჳთ შეიყვანა, ვიდრე მეკარესა ეტყოდა? გარნა რამეთუ თჳთ ქრისტეს თანა ისწრაფდა ყოფად. იხილე უკუე მეკარისა მისცა დედაკაცისა საქმჱ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს“ (20,24).:

...ა თჳსისა უმეტესად მას პატივ-სცემს.

რამეთუ ვინაჲთგან ორნივე იგი არა განეშორნეს უფალსა ჟამსა მას ვნებისასა, რაჲთამცა თჳსისა ახოვნებისა და ერთგულებისა ქებაჲ დააკნინა მახარებელმან და ღმრთისმეტყუელმან, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მისდევდა იესუს პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფე. ხოლო მოწაფე იგი მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“. და კუალად, აღდგომასა რაჲ აღსწერდა, თქუა, ვითარმედ: პეტრე პირველ შევიდა საფლავად. ესრეთ ყოვლით კერძო პატივ-სცემდა მას.

ხოლო იაკობ მრავალი ჟამი არა დაყო სოფელსა შინა, არამედ პირველითგანვე, მო-რაჲ-იღო მადლი სულისაჲ, ესოდენ განჴურდა გული მისი, და ყოველივე კაცობრივი დაუტევა და სიმაღლედ გამოუთქუმელად აღვიდა და ფრიადითა ახოვნებითა ცეცხლებრ ეკუეთა ერსა მას ჰურიათასა, ვიდრეღა ენება რაჲ ჰეროდეს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, მოკლა იგი მახჳლი-თა და ვითარცა დიდი რაჲმე მადლი დაჰმადლა ჰურიათა; და აღესრულა მის ზედა ბრძანებაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „სასუმელი ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ ჩემი ნათელ-იღოთ“.

ხოლო იოვანეცა მრავალთა სიკუდილთა მისცა თავი თჳსი ქრისტესთჳს და მრავალგზის დასთხია მისთჳს სისხლი თჳსი და დიდნი შრომანი და ღუაწლნი თავს-ისხნა და აღასრულა საქმით, რაჲ-იგი აღუთქუა უფალსა, რაჟამს ჰკითხა მან: „...

სრულად ნახვა