მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 18:12

11. ჰრქუა იესუ პეტრეს: დადევ მახჳლი ქარქაშსა! სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?12. ხოლო კრებულმან მან და ათასისთავმან და მსახურთა მათ ჰურიათამან შეიპყრეს იესუ და შეკრეს იგი.13. და მიიყვანეს იგი პირველად ანნაჲსა, რამეთუ იყო სიმამრი კაიაფაჲსი, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18
12. ხოლო კრებულმან მან და ათასისთავმან და მსახურთა მათ ჰურიათამან შეიპყრეს იესუ და შეკრეს იგი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ შეიპყრეს იესუ და შეკრეს და მიიყვანეს ანაჲსა პირველად. და იყო ანა სიმამრი კაიაფაჲსი. ხოლო კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობჱს არს ერთისა კაცისა სიკუდილი ერისათჳს“ (18,12-14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: მიიყვანეს ანაჲსა, რამეთუ სიხარულისაგან მიმოვიდოდეს და ქადაგებდეს, ვითარმცა დიდი რაჲმე ძლევაჲ ექმნა. ხოლო რაჲსათჳს აჴსენა მახარებელმან წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი? რაჲთა გესმეს რაჲ შეპყრობაჲ და შეკრვაჲ იესუჲსი, არა შეშფოთნე, არამედ სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტად სოფლისა ცხორებისათჳს იყო, და ეგოდენ ჭეშმარიტ იყო ესე, ვიდრეღა მტერნიცა წინაჲსწარმეტყუელებდეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის