მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 17:4

3. და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე.4. მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო.5. და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17
4. მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა“ (17,4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად თქუა, ვითარმედ: „ქუეყანასა ზედა“, რამეთუ ცათა შინა დიდებულ იყო, რომელსა ბუნებით აქუნდა დიდებაჲ ღმრთეებისაჲ და ანგელოზთა მიერ თაყუანის-იცემებოდა. არა უკუე მას დიდებასა იტყჳს, რომელი ბუნებით აქუს, რამეთუ იგი, დაღაცათუ არავინ იყოს მადიდებელი, სავსებითვე ჰგიეს, არამედ ამას დიდებასა იტყჳს, რომელი კაცთა მსახურებითა იქმნების. და ამისთჳს იგიცა სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „მადიდე მე“ (17,5), ესევითარივე არს. რაჲთა სცნა, ვითარმედ ამას ესევითარსა დიდებასა იტყჳს, ისმინე შემდგომიცა:

ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მტრებს შორის ქრისტეს სრული მეფობა:

...ხოლო იმას, რომ მტრები მეგობრებად თვითონ აქცია, პავლეც აჩვენებს, როცა ამბობს: „რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა“ (); ამასვე აჩვენებს მაცხოვარიც, როცა თვით მამას ეუბნება: „მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო“ (). მტრების დამორჩილება კი მამის საქმედ ითქვა. თუმცა ეს საქმე იმაზე უფრო დიდია. რადგან ერთნაირი არ არის მტრად დარჩენილთა დასჯა და მტრად მყოფთა მეგობრებად ქცევა. მაგრამ ამის გამო არც ძეა მამაზე ნაკლები და არც მამაა ამის გამო ძეზე ნაკლები. ხოლო რათა ისწავლო, რომ ის საქმეებიც ძისაა, როგორც ეს საქმეები მამისაა, მოისმინე: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს“ ().

ისიც, ვინც ანგელოზებს ღვარძლის შესაკრებად გზავნის, მხოლოდშობილია, და ყველგან ვხედავთ, რომ იგი ეშმაკს სჯის....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე; სოფლისა ამისგანნი იყვნეს და მომცენ, და სიტყუაჲ შენი დაუმარხავს“ (17,6).:

...(17,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „დიდისა ზრახვისა ანგელოზ“ ეწოდების ძესა ღმრთისასა ყოველთა მათ სწავლათათჳს, რომელ ასწავა, და პირველად, რომელ მამაჲ უქადაგა კაცთა, რომელსა აწ იტყჳს, ვითარმედ: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“; რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „საქმჱ შენი აღვასრულე“, აწ იტყჳს, თუ რომელი საქმჱ. ესეო: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“. უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ სახელი ღმრთისაჲ თჳთ საცნაურ იყო, გულისხმა-ყავთ, რამეთუ ჰურიათა მიერ ოდენ იყო საცნაურ, და არცა მათ მიერ სრულიად, არამედ წარმართთა ყოვლადვე არა იცოდეს, ხოლო ჰურიათა დაღაცათუ იცოდეს, არამედ მამად არა. ხოლო ქრისტემან გამოუცხადა სახელი მისი სიტყჳთცა და საქმით.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან“ (17,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო იტყოდა, ვითარმედ: „ვერვინ მოვალს ჩემდა, უკუეთუ არა მოცემულ იყოს მისდა ზეცით, უკუეთუ არა მოიყვანოს იგი მამამან“, ეგრეთვე აქა იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი მომცენ მე“. და კუალად თავადიცა სახელ-სდებს თავსა თჳსსა „გზად“, ამისთჳს ორსა საქმესა აჩუენებს აქა: ერთად, ვითარმედ არა წინააღმდგომი არ...

სრულად ნახვა