თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე სიტყუაჲ? რამეთუ გამოაჩინებს აქა, ვი-თარმედ არავის უცნობიეს მამაჲ, გარნა მათ ოდენ, რომელთა ძჱ ოდენ იციან. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: მენება, რაჲთამცა ყოველთა გიცოდეს, არამედ არა გიცნეს ესრეთ უმიზეზოდ. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მამაო მართალო“, რამეთუ მართალი ხარო ჭეშმარიტად, და არავის რაჲ აქუს მიზეზი შენთჳს, და არა გიცნესო, არამედ ამას ადგილსა, ვჰგონებ, თუ მწუხარებით თქუა, რომელ ესრეთ სახიერი და მართალი არა იცნეს. რამეთუ ვინაჲთგან ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ: ღმერთი ვიცით, და შენ არა იციო, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: შემიყუარე პირველ საუკუნეთავე, და რომელი ესრეთ საყუარელ ვარ შენდა და დიდებაჲ შენგან მოვიღე, ვითარმცა წინააღმდგომ ვიყავ შენდა? არა უკუე ესრეთ არს, ვითარ იტყჳან ჰურიანი, თუმცა მათ გიცოდეს, და მემცა არა გიცოდე, არამედ უფროჲსად წინააღმდგომი, რამეთუ მე გიცი, ხოლო მათ არა გიცნეს.
სახარებაჲ იოვანესი 17:25
24. მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა.25. მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან შენ, და მათცა ცნეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.26. და ვაუწყე სახელი შენი და ვაუწყო, რაჲთა სიყუარულითა მით რომლითა შემიყუარე მე, მათ შორის იყოს, და მე მათ თანა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17