მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 17:23

22. და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.23. მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაჲთა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაჲთა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და შეიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე.24. მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17
23. მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაჲთა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაჲთა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და შეიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა“ (17,23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარი დიდებაჲ მისცა მათ, რამეთუ მამაჲ თავისა შორის თჳსისა აქუნდა და ესრეთ მათ შორის დაემკჳდრა. ხოლო სხუასა ადგილსა არა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ჩემ მიერ მამაჲ მოვიდესო, არამედ: „მე და მამაჲ მოვიდეთო და სავანე მის თანა ვყოთო“, არამედ მუნ საბელიოზის პირსა დაუყოფს და აქა - არიოზისსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის