მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 17:21

20. და არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ;21. რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.22. და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17
21. რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ძალ-მიც საქმედ თავით ჩემით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვშჯი, და საშჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისასა“ (5,30).:

...რეთ ვშჯი, ვითარცა თჳთ მამაჲ, უკუეთუმცა შჯიდა.

და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „საშჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისასა“.

რასა იტყჳ, გაქუსა შენ სხუაÁ ნებაჲ მამისაგან კიდე? და ვითარ სხუასა ადგილსა იტყჳ, ვითარმედ: „ვითარცა მე და შენ, მამაო, ერთ ვართ“, და ნებისათჳს და ერთობისათჳს იტყოდე. არამედ გულისხმა-ყავთ, ძმანო, რამეთუ სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არა თუ სხუაჲ არს ნებაჲ ჩემი და სხუაჲ არს ნებაჲ მამისაჲ, არამედ ვითარცა ერთისა ბუნებისა ერთი ნებაჲ არს, ეგრეთვე ჩემი და მამისაჲ. და არარაჲ არს ჩემი სხუაჲ ნებაჲ, მამისაგან განყოფილი, არამედ რაჲ-იგი მას ჰნებავს, მეცა იგივე მნებავს, და რაჲ მე მნებავს, მასცა იგივე ჰნებავს; და ვითარი მამისაჲ არს საშჯელი, ეგევითარივე ჩემი არს, და რამეთუ ერთისაგან გონებისა გამოვალს ორთავე ბრძანებაჲ. ხოლო რომელ ესრეთ კაცობრივ იტყჳს სიტყუასა ამას, ნუ გიკჳრს, რამეთუ ჯერეთ ლიტონად კაცად შეერაცხა იგი. და ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა ესევითართა ადგილთა არა თუ თქუმულთა მათ ოდენ გამოვეძიებდეთ, არამედ თუ ვითარი გონებაჲ აქუნდა მსმენელთა მათ, და ესრეთ ვისმენდეთ, ვითარცა მათისა გონებისა მიმართ თქუმულსა, რამეთუ უკუეთუ ვინ სიტყუათა წერილისათა ვითარცა ჰპოებდეს და ეს...

სრულად ნახვა