მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 17:20

19. და მათთჳს წმიდა-ვჰყოფ თავსა ჩემსა, რაჲთა იგინიცა იყვნენ წმიდა ჭეშმარიტებით.20. და არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ;21. რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17
20. და არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ;
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მათთჳს გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ“ (17,20).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა კუალად განაძლიერნა სულნი მათნი, უჩუენა რაჲ, ვითარმედ მრავალნი მოწაფე-ყოფად არიან მათდა, რამეთუ ვინაჲთგან რომელი მათ უმეტესად აქუნდა, ზიარ სხუათასა გამოაჩინა, კუალად ნუგეშინის-სცა, მოასწავა რაჲ, ვითარმედ სხუათა მრავალთა ცხორებისა მიზეზ ყოფად არიან. ხოლო ვინაჲთგან თქუა შეწირვისა მისთჳს მათისა და ცხორებისა და რაჲთა წმიდა იყვნენ ჭეშმარიტებითა, კუალად იწყებს სიტყუად ერთობისათჳს და მას ზედა აღასრულებს სიტყუასა თჳსსა; რომლისაგანცა იწყო, მასვე სრულ-ჰყოფს, რამეთუ დასაბამსა სიტყჳსასა თქუა, ვითარმედ: „მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ“, და აწ კუალად იწყებს მისთჳსვე სიტყუად:

მოკლე სწავლა დიდ-ხუთშაბათს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

ვგონებ, რომელ განმავალობასა შინა მთელი წელიწადისა არ იპოვება არც ერთი დღე იმ ზომად საღმრთო, წმინდა, მაღალ, აღსავსე სულიერითა აღშენებითა, სხვადასხვა მაგალითითა, ვითარცა დღე ესე დიდისა ხუთშაბათისა. ამ დღეს დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველნი თვისნი სწავლანი უშვენიერესითა მათ უტკბილესითა სიტყვებითა, რომლითა ნუგეში სცა მოციქულთა, გამოეთხოვებოდა საყვარელთა თვისთა ათორმეტთა მეგობართა და მოწაფეთა. რა ზომად ტკბილ არიან და ლმობიერად მომყვანებელ უკანასკნელი სიტყვანი მაცხოვრისა, როდესაც იგი გამოეთხოვებოდა მოციქულთა თვისთა უწინარეს თვისისა ვნებისა და ჯვარცმისა, რა ზომად ამაღლებულ და ვრცელ, როგორც თვით ცაი! უკანასკნელი მისი ლოცვა ზეციერისა მიმართ მამისა მისისა, რომელსა შინა მან თვისნი საყვარელნი მოციქულნი და მოწაფენი გადასცა და მიანდო მფარველობასა მამისა თვისისა, და რომელსა შინა იგი ევედრებოდა მამასა არა თუ მხოლოდ წინა-მჯდომარეთა მოწაფეთა თვისთა თვის, არამედ ყოველთა მათთვის, რომელნი მიიღებენ და ირწმუნებენ ქადაგებასა მისსა: და არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა რწმენენ სიტყვითა მათითა ჩემდა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის