...არა ჰნებავს აღხილვაჲ თუალთაჲ და ხილვაჲ ჭეშმარიტებისაჲ. ხოლო რაჲ-მე თქუან სიტყჳსა მისთჳს, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“? რამეთუ ვითარცა იტყჳს მოციქულთათჳს, ვითარმედ: „სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა ვარ სოფლისაგანი“, ეგრეთვე იტყჳს მეუფებისათჳს; არა თუ რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ სოფელი არა მისსა ჴელმწიფებასა შინა არს, არამედ არა ესრეთ მიწისაგანი არს და განხრწნადი. ისმინე უკუე პილატესი, რასა იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას პილატე: აწ უკუე მეუფე ხარა? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, ვითარმედ მეუფე ვარ. მე ამისთჳს შობილ ვარ“ (18,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ვინაჲთგან მეუფედ შობილ არს, სხუაჲცა ყოველი შობითგან აქუს. აწ უკუე, რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ, ეგრეთვე ძესა მოსცა“, ნურარას სხუასა გულისხმა-ჰყოფ, არამედ შობასა, და არა თუ უკუანაჲსკნელ რაჲმე მოეცა. „და ამისთჳს მოვედო, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“ (18,37), ესე იგი არს, რაჲთა ესე თჳთ ვასწავო ყოველთა, რაჲთა მიცნან, ვითარმედ მეუფე ვარ.
სწავლაჲ პგ მოთმინებისათჳს და შურის-გებისა
ხოლო შენ, კაცო, რაჟამს ესე ყოველი გესმ...