თ ა რ გ მ ა ნ ი: და სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი მომეც, არა წარვწყმიდო მისგანი“. და არა იუდა ოდენ წარწყმდა, არამედ სხუანიცა მრავალნი უკუანაჲსკნელ. ვითარ უკუე იტყჳს, ვითარმედ: „არა წარვწყმიდო“? გარნა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ჩემსა ნაწილსა არა წარვსწყმედო, ვითარცა სხუასა ადგილსა იტყოდა, ვითარმედ: „არა განვაძო გარე“, ხოლო უკუეთუ ვინ ნეფსით ისწრაფოს წარწყმედად, მე იძულებით არა შევიპყრობ.
სახარებაჲ იოვანესი 17:12
...ეგინებაჲ, და ესევითართა ბუნებით (ესე იგი არს ჭეშმარიტებით) შვილ რისხვის უწოდიან, რამეთუ რასაცა მოქმედებდეს კაცი, შვილ საქმეთაებრისა მის მისაგებელისა თჳსისა იწოდების, ვითარ-იგი მოქმედი საქმეთა გეჰენიისათაჲ — შვილ გეჰენიისა, ხოლო წარწყმედისათაჲ — შვილ წარწყმედისა იწოდების, ვითარ-იგი უფალმან იუდას "ძე წარწყმედისა" () უწოდა. და ეგრეთვე აქა მოციქული შვილ რისხვისა უწოდს მათ, რომელნი იქმოდიან საქმეთა, განმარისხებელთა ღმრთისათა. ხოლო შენ "ბუნებითობაჲ ესე ნუ გგონიეს, ვითარმცა შვილად რისხვისა დაბადებულებასა კაცისასა იტყოდა, რომელი-ესე ნუ იყოფინ! არამედ, რომელნი სულით და ჴორცით მოქმედებდენ საქმეთა, რისხვისა ღმრთისა მომატყუებელთა, იგინი ბუნებით, ესე იგი არს ჭეშმარიტებით, და არა საგონებელად ოდენ, გარდაიქცევიან შვილად რისხვისა.
მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი სხუანი (2,3).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ შემდგომად მცნებისა გარდასლვისა, ვიდრე ქრისტეს მოსლვადმდე არცა ერთი ვინ იყო თავისუფალ პატიჟთაგან ღმრთისა განრისხებისათა.
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან, რამეთუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ, და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, და ქრისტეს თანა განგუაცხოველნა (2,4-5).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ:...
...მან წარიტაცნის ცხოვარნი“ (10,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე პირველთა მათ ქმნეს: თევდა და იუდა და მათთა მსგავსთა, ხოლო თავადი რაჟამს შეიპყრეს, ჰრქუა მათ: „უტევეთ ამათ წარსლვად. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: არა წარწყმდა ერთიცა მათგანი“. ; და უხილავიცა იგი მგელი არა მიუშუა წარტაცებად ცხოვართა, რომელ არს ეშმაკი, რომელი არა მგელ ოდენ არს, არამედ ლომიცა, და ეძიებს, რაჲთამცა ვინ შთანთქა, იგივე გუელი არს და ვეშაპი. ; (20,2)
სწავლაჲ ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს
ამისთჳს გევედრები, ვისმინოთ ჴმაჲ ჭეშმარიტისა მის და კეთილისა მწყემსისაჲ და მას ვჰმორჩილებდეთ, ხოლო უცხოჲსა ჴმასა ნუმცა ვისმენთ. ხოლო რაჲ არს ჴმაჲ მისი? „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა; ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა; ნეტარ იყვნენ მოწყალენი“. ; უკუეთუ ამას ვიქმოდით, მწყემსსა თანა ვართ, და მგელი ვერ შემოგუეხოს, და უკუეთუ მოგუეახლოს, მეყსეულად შეიმუსროს, რ...