მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 17:11

10. და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის.11. და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ.12. ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17
11. და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა არიან“ (17,11).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ ჴორციელად არა ვჩნდე, არამედ ვიდიდებოდი მე მათ მიერ. ხოლო რაჲსათჳს იტყჳს ზედაჲსზედა, ვითარმედ: „არა ვარ სოფელსა შინა და შენ შეგვედრებ მათ. და ოდეს მათ თანა ვიყავ, მე ვსცევდი მათ“? რამეთუ ესე სიტყუანი უკუეთუ ვინ ესრეთ გულისხმა-ყვნეს, მრავალი ბოროტი შეემთხჳოს. რამე-თუ ვითარმცა იყო ესრეთ, თუ იგი განეშორა მათ სრულიად? და ვითარ სხუასა შეჰვედრნა? რამეთუ ესე საქმენი კაცთანი არიან, არამედ ესე ყოველი მათთჳს თქუა და გონებისა მათისათჳს, რაჲთამცა ყვნა, რომელ უმეტესსა შეწევნასა მოელოდეს, ვინაჲთგან იგი წარვიდა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ოდეს მე ვიყავ, ვჰფარევდი მათ“; და კუალად მათ ჰრქუა, ვითარმედ: „მოვალ თქუენდა და თქუენ თანა ვიყო ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. და ვითარ იტყოდა ამათ სიტყუათა, უკუეთუმცა თჳთ დაუტევებდა? არამედ, ვითარცა ვთქუ, მათისა იჭჳსაებრ იტყოდა, რაჲ-თა განიხარონ მცირედ, და მწუხარებასა მათსა ნუგეშინი-სცეს, რაჟამს ესმეს, ვითარმედ მამასა შეჰვედრებდა. რამეთუ ვინაჲთგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მომავალი გითხრას“ (16,13).:

...ისთჳს გრქუას მანცა, და ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მისი სწავლაჲ სხუაჲ რაჲმე არს, რამეთუ ჩემი არს და ჩემსა დიდებასა დაამტკიცებს იგი, რამეთუ ერთი ნებაჲ არს მამისა და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ. ეგრეთვე უკუე ჩუენიცა ყოფაჲ ჰნებავს უფალსა, ვითარცა იტყოდა: „რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა მე და შენ, მამაო, ერთ ვართ“, და არარაჲ არს სწორ ერთობისა და სიყუარულისა.

სწავლაჲ ოჱ ერთობისათჳს და სიყუარულისა

ხოლო ამით სახითა ერთი არა ერთი არს, არამედ მრავალი, რამე-თუ უკუეთუ ერთსულ იყვნენ ორნი გინა ათნი, არღარა ერთ არს ერთი იგი, არამედ ათწილად განმრავლდების თითოეული მათი, და ჰპოვო ათთა მათ შორის ერთი იგი და ერთთა შორის - ათნი იგი. და გინა თუ მტერი ჰყვეს, რომელი ერთსა ეტყოდის, ესრეთ არს, ვითარმცა ათთა ეტყოდა, რამეთუ არა ერთისა მიერ დაეცემის, არამედ ათთა პირთაგან. და უკუეთუ ერთი იგი მოუძლურდეს, არა მოუძლურებულ არს, რამეთუ ცხრანი იგი წილნი ცხოველ არიან და უძლურებასა მას მისსა ჰფარვენ. თითოეულსა მათგანსა ოცი თუალი აქუს და ოცი ჴელი და ფერჴნი, და ეგრეთვე, რამეთუ არა თჳსითა თუალითა ოდენ ჰხედავს, არამედ სხუა-თაჲთაცა, არცა თჳსითა ოდენ ფერჴითა ტჳრთულ არს, არამედ სხუათაჲ-თაცა, არცა თჳსითა ოდენ ჴელითა იქმს, არამედ სხუათაჲთაცა. სულნი ჰქონან ათნი, რამეთუ არა თჳ...

სრულად ნახვა