მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 16:7

6. არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი.7. არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა.8. და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს და სიმართლისათჳს და სასჯელისათჳს:
სახარებაჲ იოვანესი თავი 16
7. არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ამცნებდა: იერუსალემით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მას მამისასა, რომელი გესმა ჩემგან (1,4).:

...), რომლისათჳს თჳთ თავადი ეტყოდა მოწაფეთა, ვითარმედ: "რაჲ-იგი მესმა მამისაგან, მას გითხრობ თქუენ" (). ხოლო ოდეს ესმა მოწაფეთა? გარნა თუ მაშინ, რაჟამს ჰრქუა: "უმჯობეს არს თქუენდა, უკუეთუ მე წარვიდე. უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა" (). ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ არა დააკლდეთ ჴორციელად ხილვასა ჩემსა, ვერ ისწავებთ სურვილსა სულისასა, არამედ რაჟამს მე წარვიდე, მაშინ მოფენითა სულისაჲთა ისწაოთ, თუ რაჲ არს სიყუარული სულიერი, არა-მოქენე ჴორცთა მახლობელობისაჲ.

რამეთუ იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელიღოთ სულითა წმიდითა, არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად (1,5).

თარგმანი: არღარა მიფარულად იტყჳს, ვითარმედ: "უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისსა არს" (), არამედ განცხადებულად გამოაჩინებს, თუ რაოდენ უმეტეს არს იოვანესსა, რამეთუ იგი წყლითა ნათელ-სცემდა, და წყლისაჲ იგი ნათლის-ღებაჲ მოციქულთა მიეღო ჟამად-ჟამად, ვითარ-იგი ცხად ჰყოფს უფალი, პეტრეს რაჲ ჰრქუას: "განბანილსა მას არა უჴმს განბანად, გარნა ფერჴნი ხოლო" (), გარნა წყალსა, რომელსა ზედა არა სახელ-ედვას "მამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ არღარა ძალ-გიც ტჳრთვად აწ. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის ჭეშმარიტებასა ყოველსავე“ (16,12-13).:

...რაოდენი ესმეს, მას იტყოდის და მომავალი გითხრას თქუენ. რამეთუ ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“ (16,13,15). რამეთუ ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „მან გასწავოს ყოველი და მოგაჴსენოს და ნუგეშინის-გცეს“, და ვითარმედ: „ჯერ-არს ჩემი წარსლვაჲ და მისი მოსლვაჲ“, და ვითარმედ: „აწ ვერ იტჳრთავთ, ხოლო მაშინ იტჳრთოთ, და გიძღოდის ჭეშმარიტებასა ყოველსა“, რაჲთა არა ამის ყოვლისაგან შეჰრაცხონ სული უმეტეს მისა და უშჯულოებად შთავარდენ, ამისთჳს ჰრქუა: „ჩემგან მიიღოსო“ (16,14), ესე იგი არს, ვითარმედ: რასა მე ვიტყჳ, მანცა იგივე თქუას. ხოლო თუ: „თავით თჳსით არას იტყოდის“, ესე იგი არს, ვითარმედ: არარას წინააღმდგომსა ჩემსა იტყოდის და უცხოსა ჩემთა სიტყუათაგან. ვითარცა-იგი თავისა თჳსისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „თავით თჳსით არა ვიტყჳ“, ესე იგი არს, ვითარმედ: არარას ვიტყჳ უცხოსა მამისაგან, ეგრეთვე სულისათჳს იტყჳს. ხოლო თუ: „ჩემგან მიიღოს“, ესე იგი არს, ჩემისა გულისხმის-ყოფისაგან, რამეთუ ერთ არს გულისხმის-ყოფაჲ ჩემი და სულისა წმიდისაჲ. „და მომავალი გითხრას თქუენ“. - რამეთუ ამას სურვიელ იყვნეს იგინი, ვინაჲთგან ზედაჲსზედა ჰკითხვიდეს მომავალთა საქმეთა; ამისთჳს იტყჳს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ცნას სოფელმან, ვითარმედ მიყუარს მამაჲ ჩემი“ (14,31).:

...იგი, ვინაჲთგან რომელსა ფრიად უყუარს იგი და შეყუარებულ არს მის მიერ, მას ესრეთ ჰნებავს. ამისთჳს მრავალგზის იტყოდა ერთბამად სიტყუათა მათ შემაწუხებელთაცა და ნუგეშინისმცემელთაცა, რაჲთამცა გამოცადნა გონებანი მათნი, რამეთუ სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „თქუენ თანა იყოს“, და ვითარმედ: „უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე“, ნუგეშინის-ცემისა იყო. რამეთუ ამისთჳს მრავალი რაჲ თქუა, ვითარმედ: „თქუენ თანა იყოს“, და ვითარმედ: „სოფელი ვერ მიიღებს მას“, და: „მან მოგაჴსენოს ყოველივე“, და: „სული ჭეშმარიტებისაჲ“, და: „სული წმიდაჲ“, და: „ნუგეშინისმცემელი“, რაჲთა არა მწუხარე იყვნენ, ვითარმცა არა იყო ჴელისაღმპყრობელ მათა და შემწე. ხოლო იტყჳს, ვითარმედ: „უმჯობეს არს“, რაჲთა გულისხმა-ყონ, ვითარმედ მან ყვნეს იგინი სულიერ.

სწავლაჲ ოე: ძალისა მისთჳს, რომელი მოციქულთა სულისა მიერ წმიდისა მიიღეს, და სათნოებისათჳს და უკეთურებისა და ანგელოზთა და კაცთა

და ესრეთცა უკუე იქმნა, რამეთუ რომელთა-იგი ეშინოდა და ძრწოდეს, მათ მო-რაჲ-იღეს სული წმიდაჲ, მეყსეულად უშიშად შევიდოდეს ბრძოლად მახჳლისა და ცეცხლისა და მჴეცთა და ზღუათა და ყოვლისა ჭირისა, და უსწავლელთა მათ და უმეცართა ესევითარი სიბრძნჱ და კადნიერებაჲ მოიღეს, ვიდრეღა ყოველნი განაკჳრვნეს; რამე-თუ თიჴისანი იყვნეს, და რკინის...

სრულად ნახვა