მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 16:6

5. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე, ვითარმედ: ვიდრე ხუალ?6. არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი.7. არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16
6. არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შვილნო ჩემნო, წუთ ერთღა თქუენ თანა ვარ. და მეძიებდეთ მე, და ვითარცა-იგი ვარქუ ჰურიათა, ვითარმედ: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად, და აწ თქუენ გეტყჳ“ (13,33).:

...ჲთამცა ჰრქუა მათ ყოველი, რომელი ჯერ-იყო, და რაჲთამცა აჴსოვდამცა ყოველი იგი, და უფროჲსად, რაჲთამცა მოაჴსენებდა სული წმიდაჲ, რამეთუ მას ჟამსა დაჰვიწყებოდა, რომელნი-იგი მწუხარებისა ძილსა შეეპყრნეს, ვითარცა სხუაჲ მახარებელი იტყჳს. და კუალად აქაცა იტყჳს, ვითარმედ: „ესე რაჲ გარქუ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნიო“. და ვითარმცა შეუძლეს მათ მაშინ ყოველთა მათ სიტყუათა კეთილად დასწავლაჲ? არამედ შემდგომად ამისა ყოველივე მოაჴსენა მათ სულმან წმიდამან, და არამცირედი სარგებელი იქმნა ამათ სიტყუათა მიერ გულისხმის-ყოფად დიდებასა ქრისტესსა.

ხოლო რაჲსათჳს შეაწუხებს სულთა მათთა და ეტყჳს, ვითარმედ: „მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ“? რამეთუ ჰურიათა ეტყოდა, ხოლო ამათ რადღა ეტყჳს, ვითარმედ: „ჰურიათა ვარქუ, თქუენცა გეტყჳ“? გარნა არა თუ მათ თანა შეჰრთავს, - ნუ იყოფინ! - არამედ თქუა სიტყუაჲ ესე, ვი-თარმედ: „ვითარცა ჰურიათა ვარქუ“, რაჲთამცა მოაჴსენა მათ სიტყუაჲ იგი, რაჲთა ცნან, ვითარმედ არა მას ჟამსა ოდენ ცნა, რაჟამს მოწევნულ იყო საქმჱ იგი, არამედ პირველვე იცოდა, და იგინი იყვნეს მოწამე, რომელთა ასმიოდა სიტყუაჲ მისი. ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: „შვილნო ჩემნო“, რაჲთა რაჟამს ესმეს, ვითარმედ: „ვითარცა ვარქუ ჰურიათა“, არა თქუან, თუ მსგავსად მათსა ეტყჳს მათ, რამეთუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აჰა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“ (10,16).:

...არა მოულოდებელად შეემთხჳნენ მათ ჭირნი იგი და უცხოდ აღუჩნდეს და შეშფოთნენ; მეოთხედ, რაჲთა არა ჟამსა მას ჯუარ-ცუმისა მისისასა ესმნენ ესე საქმენი და უმეტესად შეწუხნენ, რამეთუ ეგრეთცა მწუხარებისაგან მაშინ დიდად დამძიმდეს, ამისთჳს აბრალებდა მათ და ჰრქუა: „ამას გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“. ამის ყოვლისათჳს აწვე შორით ყოველსა მიუთხრობს, რაჲ-იგი შემთხუევად იყო მათდა.

ხოლო რაჲთა ცნან, ვითარმედ ახალი არს ბრძოლისა ამის რჩული და საკჳრველი არს განწყობილებისა ამის წესი, ვითარ შიშუელთა და უჴამლოთა და თჳნიერ კუერთხისა და თჳნიერ ვაშკარანისა წარავლენს განწყობად მბრძოლთა მიმართ დიდთა და მრავალთა, არა ამას ზედა ხოლო დაასრულა სიტყუაჲ თჳსი, არამედ უმეტესი საკჳრველებაჲ შესძინა, რაჲთა უმეტესად ცნან მათ ძალი მისი; ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: შორის მგელთა მრავალთა გიჴმს შესლვაჲ, და ამცნებს, რაჲთა შევიდოდინ შორის მგელთა, ვითარცა ცხოვარნი, არა ესე ხოლო, არამედ რაჲთა უმანკოცა იყვნენ, ვი-თარცა ტრედნი. ეჰა ბრძოლაჲ საკჳრველი, ჵ განწესებაჲ ესე უცხოჲ, ცხოვართა და ტრედთაჲ მგელთა მიმართ განწყობაჲ და შორის მათისა მის ბანაკისა შესლვაჲ.

გარნა იხილეღა მიუთხრობელი იგი ძალი ერისმთავრისაჲ მის, ვითარ ქმნა, რომელ ცხოარნი და ტრედნი მგელთა მძლე ექმნეს და,...

სრულად ნახვა