მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 16:3

2. კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.3. და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაჲ, არცა მე.4. არამედ ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა რაჟამს მოიწიოს ჟამი იგი, მოიჴსენოთ მათი, რამეთუ მე გარქუ თქუენ. ესე პირველითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16
3. და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაჲ, არცა მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მოთმინება ჭირთა შინა და სასოება ღვთისა:

...რამედ იმიტომ, რომ მოღვაწეობისთვის ბრწყინვალე გვირგვინით შეგვამკოს. ასე მიაღწია დიდებას ყველა წმინდანმა. ამიტომ მოციქულებიც ამბობდნენ: „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა" (). და თავად ქრისტემ უთხრა მოწაფეებს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს" (). ნუ ვიწუხებთ ზედმეტად ჭირთა გამო, არამედ მოვისმინოთ პავლე, რომელიც ამბობს, რომ „ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ" (). ნუ შევშფოთდებით სულითა და ნუ სასოწარკვეთდებით, არამედ სიმტკიცითა და მოთმინებით ვიტანოთ ყველა უბედურება, ყურადღებას არა ჭირზე, არამედ აქედან მომდინარე სარგებელზე ვამახვილებდეთ, რადგან აქ სულიერი შემოსავალია. როგორც ისინი, ვინც სიმდიდრის დაგროვებას ისურვებს, საერო სარგებლით დაკავებულნი, სხვანაირად ვერ გაამრავლებენ თავიანთ ქონებას, თუ არა მრავალი საფრთხის განცდით ხმელეთზე და ზღვაზე (აუცილებლად ექვემდებარებიან ქურდებისა და ავაზაკების მზაკვრობასებსა და თავდასხმებს) და მაინც სიამოვნებით ემზადებიან ყოველივეს ასატანად, მოგების მოლოდინში არაფერ მძიმეს არ გრძნობენ, — ასევე ჩვენც უნდა გვიხაროდეს და ვმხიარულობდეთ, ამგვარი გ...

სრულად ნახვა
საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
9. განსაცდელთა სულგრძელად ატანის შეგონება:

...ედურებას სულგრძელად, მამაცურად და მადლიერად ატანას, როცა ვიცით, რომ ცხონების მიღება სხვაგვარად, ამ გზის გავლის გარეშე, შეუძლებელია? და რა არის ამაში უცნაური და ახალი, როცა ყველა მართალმა ამქვეყნიური ცხოვრება მწუხარების გზით გაიარა? ისმინე ქრისტესი, რომელიც ამბობს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ" (). რომ მსმენელები სულით არ დაეცნენ, მაშინვე გაამხნევა ისინი და თავისი შველა აღუთქვა: „ნუ გეშინინ, — ამბობს, — რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა". შენთვის, ამბობს, არის ის, ვინც შენს მწუხარებას შეგიმსუბუქებს, ვინც არ დაგიშვებს განსაცდელთა ტვირთის ქვეშ დაღუპვას, ვინც განსაცდელთან ერთად შემსუბუქებასაც მოგანიჭებს და ჩვენი ძალის ზემოთ უბედურებებს არ მოავლენს (). მაშ, რატომ დარდობ? რატომ მწუხარებ? რატომ დრტვინავ? რატომ სულმოკლეობ? ნუთუ ის დაგვტოვებს, თუ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია — თუ მოთმინებას, სიმტკიცესა და მადლიერებას გამოვიჩენთ? ნუთუ გარემოებები, რაც არ უნდა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იყოს, უფრო ძლიერია ჩვენი უფლის სიბრძნეზე? მხოლოდ ჩვენი მოვალეობა ავასრულოთ, მხოლოდ გულწრფელი რწმენა და იმედი ვიქონიოთ ჩვენი სულების მოამაგის სიბრძნისა. ხოლო ის, ჩვენზე უკეთ იცის რა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდა მარიამ მაგდანელი თხრობად მოწაფეთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას“ (20,18).:

...,19-21); ესე იგი არს, ვი-თარმედ: ნუ შეშფოთნებით, და მოაჴსენა სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ“, და კუალად, ვითარმედ: „ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდინ“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი“ (20,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ სიტყუანი საქმით აღესრულებიან? რამეთუ რაჲ-იგი ჰრქუა პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „გიხილნე თქუენ, და მხიარულ იქმნენ გულნი თქუენნი, და სიხარული თქუენი ვერვინ მიგიღოს თქუენგან“, ესე აწ საქმით აღესრულა. რამეთუ ვინაჲთგან ბრძოლაჲ დაუგებელი აქუნდა ჰურიათა მიმართ, ამისთჳს ზედაჲსზედა ეტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა“, რაჲთამცა ბრძოლისა მის საძლეველად და ნუგეშინისსაცემელად მისცა მშჳდობაჲ, რამეთუ ესე სიტყუაჲ ჰრქუა პირველვე ყოვლისა, აღდგა რაჲ. ამისთჳს პავლე მოციქული მარადის ამას იტყჳნ, ვითარმედ: „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ“, ხოლო დედათა უფალმან პირველ ყოვლისა სიხარული ახარა,

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძჱ შენი, რაჲთა ძემანცა გადიდოს შენ“ (17,1).:

...ლისაჲ დიდ არს. ამისთჳსცა ქრისტე ძჳრუჴსენებლობისათჳს რაჲ ასწავებდა, თავსა თჳსსა სახედ ჰყოფდა საქმისა მის. და კუალად აწ შემდგომად სწავლისა ლოცვად მიიქცა, რაჲთამცა გუასწავა ჩუენ, რაჲთა ჟამსა განსაცდელისასა ყოველსავე დაუტევობდეთ და ღმრთისა მივივლტოდით. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „სოფელსა შინა ჭირი გაქუნდეს“, და შეწუხნეს იგინი, აწ ლოცვისა მიერ კუალად მხიარულჰყოფს, რამეთუ ჯერეთ ვითარცა კაცსა ჰხედვიდეს, და მათთჳს ქმნა ესე, რამეთუ ვითარცა ლაზარეს ზედა ილოცა და თქუა მიზეზი, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: ჰურიათა წინაშე სამართლად ქმნა ესე, ხოლო მოწაფეთა წინაშე რადღა იქმს? არამედ აქაცა კეთილად ქმნა, რამეთუ რომელნი-იგი შემდგომად ეგეოდენთა საქმეთა იტყოდეს, ვითარმედ: „აწ ვიცით, რამეთუ ყოველივე უწყი“, მათ უჴმდა, რაჲთამცა განემტკიცნეს უფროჲს ყოველთაჲსა. და კუალად ესეცა იხილე, რამეთუ მახარებელი ლოცვადცა არა სახელ-სდებს საქმესა ამას, არამედ იტყჳს, ვითარმედ: „აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად“, მამისა მიმართ სიტყჳსა ყოფად სახელ-სდებს. ხოლო უკუეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს მუჴლთა მოდრ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (16,33).:

...იერ შეწევნაჲ. ამისთჳს ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (16,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: რაჲთა არა აღმოჰფხურნეთ გონებათა თქუენთაგან სიტყუანი ესე. რამეთუ დაღაცათუ სოფელსა შინა იყვნეთ, ჭირი გაქუნდეს არა აწ ოდენ, რაჟამს მივეცემი, არამედ შემდგომად ამისაცა, გარნა მჴნე იყვენით გონებითა თქუენითა, რამეთუ არარაჲ ბოროტი მოიწიოს თქუენ ზედა. რაჟამს მოძღუარი სძლევდეს მტერთა, მოწაფეთა არა უჴმს შიში. რამეთუ მითქუამს პირველვე, ვითარმედ მთავარი სოფლისაჲ დამიცემიეს, ; (16,11) და კუალადცა სცნათ, რაჟამს ყოველნი გმორჩილობდენ თქუენ.

სწავლაჲ ოთ მოთმინებისათჳს

შესაძლებელ არს უკუე ჩუენ მიერცა ძლევაჲ, უკუეთუ გუენებოს, სასოებითა წინამძღურისა მის სარწმუნოებისა ჩუენისაჲთა, და ვიდოდით გზასა მას, რომელი მან წარვლო, და ესრეთ ვერცა სიკუდილმან მძლოს ჩუენ. და არა თუ არა მოვკუდეთ. ნუვინ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მოვკუდეთ, არა მძლე ვართ სიკუდილისა. რამეთუ მჴედარიცა მაშინ არს ახოვან, რაჟამს ჰბრძოდიან და იგი სძლევდეს, და არა თუ რაჟამს არა ებრძოდიან მტერნი. და ჩუენ მაშინცა ვიყვენით მოკუდავ, უ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ი სინანულისათჳს ცოდვათაჲსა და ლოცვისათჳს:

...და შუებისასა, არასადამცა მოიწინეს განსაცდელნი.

და რად ვიტყჳ ჩუენთჳს? წმიდათაცა და სრულთა დიდად სარგებელ ეყოფოდა ამით წესითა. ამისთჳსცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე“; და თავადი მოწაფეთა ეტყოდა: „სოფელსა შინა ჭირი გაქუნდეს“; და პავლე იტყჳს: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ, ანგელოზი მჴდომი, რაჲთა დამქენჯნიდეს მე“. ამისთჳსცა ევედრა განყენებად მისგან ჭირი იგი განსაცდელთაჲ და არა მიემთხჳა თხოასა მას, რამეთუ დიდად სარგებელ ეყოფოდა, ვითარცა ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“. უძლურებად თქუა ჭირი იგი განსაცდელთა და წინააღმდგომთაჲ, რომელთაცა საქენჯნელად უწოდა.

ხოლო დავითის ცხორებაჲ უკუეთუ ვაჴსენოთ, ვპოოთ იგი განსაცდელთა შინა განბრწყინვებული და სხუანი იგი მსგავსნი მისნი. ესრეთ განბრწყინდა იობ, ესრეთ მძლედ გამოჩნდა იოსებ, ესრეთ აღასრულა ცხორებაჲ თჳსი იაკობ და თავადმანცა აბრაჰამ. და სხუანი ყოველნივე, რომელნიცა განბრწყინდეს სიწმიდითა და გჳრგჳნნი ძლევისანი მიიხუნეს, ჭირთა და განსაცდელთა მიერ წარემართნეს და რჩეულ იქმნეს...

სრულად ნახვა