მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 16:22

21. დედაკაცი რაჟამს შობნ, მწუხარე არნ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი. ხოლო რაჟამს შვის ყრმაჲ, არღარა მოეჴსენის ჭირი იგი სიხარულითა მით, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა.22. ხოლო თქუენ აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.23. და მას დღესა შინა მე არარაჲ მკითხოთ. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16
22. ხოლო თქუენ აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუენცა აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან. და მას დღესა მე არაჲ მკითხოთ“ (16,22-23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ამათ სიტყუათა მიერ არარას სხუასა დაამტკიცებს, გარნა ვითარმედ ღმრთისა მიერ არს, რამეთუ მაშინ სცნათო ყოველთა. ხოლო რაჲ არს ესე: „მე არარაჲ მკითხოთო“? ესე იგი არს, ვი-თარმედ: არა იყოს თქუენდა შუამდგომელი, არამედ კმა არს, რაჲთა სახელი ოდენ ჩემი სთქუათ და ყოველივე მიიღოთ. და უჩუენებს ძალსა მას სახელისა თჳსისასა, რაჟამს არა ჰხედვიდენ მას და ოდენ სახელსა მისსა სახელ-სდვან, ყოველივე აღასრულონ. და მოიჴსენე, რაჟამს-იგი ილოცეს, ვითარმედ: „მოეც მონათა შენთა კადნიერებით ქმნად და სიტყუად სახელითა შენითა სასწაულთა. და შეიძრა ადგილი იგი, სადა დგეს“.

ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ზეგარდამო წინამძღვრობა და ღვთისმიერი სიხარული:

...მბობს: „უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკჳდრო მათ შორის.“ () სწორედ ამას აცხადებდა ქრისტეც, როდესაც სიამის დაურღვევლობას აჩვენებდა: „და მერმე კუალად გიხილნე თქუენ“, და აგრეთვე: „და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (). და კვლავ პავლე ამბობს: „მარადის გიხაროდენ“ (), „მოუკლებელად ილოცევდით“ (). „და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.“ () რადგან სწორედ ამით და მხოლოდ ამით არის შესაძლებელი ქადილი, ამით სიხარული, ამით მხიარულება; ხოლო ვინც ამქვეყნიურით თავს იწონებს, არაფრით განსხვავდება იმათგან, ვინც სიზმარში ნებივრობს.

6. ღმერთით კვეხნა და მართლის გვირგვინი

მითხარი, ადამიანურ საგანთაგან რა არის ისეთი, რომ ქადილის საფუძველი მოგვცეს? სხეულის ძალა?...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი“ (20,20).:

...(იოან. 16,33)

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი“ (20,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ სიტყუანი საქმით აღესრულებიან? რამეთუ რაჲ-იგი ჰრქუა პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „გიხილნე თქუენ, და მხიარულ იქმნენ გულნი თქუენნი, და სიხარული თქუენი ვერვინ მიგიღოს თქუენგან“, ესე აწ საქმით აღესრულა. რამეთუ ვინაჲთგან ბრძოლაჲ დაუგებელი აქუნდა ჰურიათა მიმართ, ამისთჳს ზედაჲსზედა ეტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა“, რაჲთამცა ბრძოლისა მის საძლეველად და ნუგეშინისსაცემელად მისცა მშჳდობაჲ, რამეთუ ესე სიტყუაჲ ჰრქუა პირველვე ყოვლისა, აღდგა რაჲ. ამისთჳს პავლე მოციქული მარადის ამას იტყჳნ, ვითარმედ: „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ“, ხოლო დედათა უფალმან პირველ ყოვლისა სიხარული ახარა, რამეთუ მწუხარებასა შინა იყო იგი ნათესავი. და ამისთჳს შემსგავსებულად მამათა ბრძოლისა ახარა მშჳდობაჲ, ხოლო დედათა მწუხარებისათჳს ახარა სიხარული, და რამეთუ ყოველივე რაჲ წარჰმართა, აწ იტყჳს საქმესა მას ჯუარისასა, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ ხოლო ვინაჲთგან ყოველი დამაყენებელი საქმჱ დაჴსნილ იყო და ძლევაჲ იგი ბრწყინვალედ იქმნ...

სრულად ნახვა