...ჩვენებდა და სიხარულის სიუხვესაც: „დედაკაცი, რაჟამს შობნ, მწუხარე არნ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი"; შემდეგ, რომ გვეჩვენებინა, როგორ სწრაფად გადის მწუხარების გრძნობა და სიხარულსა და მხიარულებას ენაცვლება, ამბობს: „ხოლო რაჟამს შვის ყრმაჲ, არღარა მოეჴსენის ჭირი იგი სიხარულითა მით, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა" (). ხედავ უსაზღვრო მზრუნველობას (ღვთისას)? ხედავ, რომ სასჯელი შეგონებით არის სავსე? „მწუხარებით ჰშვნე შვილნი". შემდეგ: „და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი, და იგი გეუფლებოდეს შენ". თითქოს ცოლის წინაშე იმართლებს თავს, კაცთმოყვარე ღმერთი ამბობს: დასაწყისში შენ თანასწორპატივად შეგქმენი (ქმრისა) და მინდოდა, რომ ერთი ღირსებისანი ყოფილიყავით, ყოველივეში თანაზიარობდით, და როგორც ქმარს, ისე შენ მოგეცით ყველა ქმნილებაზე ხელმწიფება; მაგრამ, რადგან თანასწორპატივობა ჯეროვნად ვერ გამოიყენე, ამიტომ ქმარს დაგიმორჩილებ: „და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი, და იგი გეუფლებოდეს შენ". რადგან შენ, თანასწორპატივიანი და თანაბუნებიანი ქმარი მიატოვე, ის, ვისთვისაც შეიქმენი, და ბოროტ ცხოველთან — გველთან საუბარი აირჩიე და მისგან რჩევა მიიღე, ამიტომ უკვე მას დაგიმორჩილებ და შენს ბატონად გამოვაცხადებ მას, რათა მისი ხელმწიფება აღია...
სახარებაჲ იოვანესი 16:21
20. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ თქუენ, ხოლო სოფელსა უხაროდის, და თქუენ სწუხდეთ, არამედ მწუხარებაჲ თქუენი სიხარულად გარდაიქცეს.21. დედაკაცი რაჟამს შობნ, მწუხარე არნ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი. ხოლო რაჟამს შვის ყრმაჲ, არღარა მოეჴსენის ჭირი იგი სიხარულითა მით, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა.22. ხოლო თქუენ აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16