მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 16:12

11. ხოლო სასჯელისათჳს, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ დასჯილ არს.12. ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტჳრთვად.13. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თჳსით, არამედ რაოდენი-რაჲ ესმეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16
12. ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტჳრთვად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა გამცნებ თქუენ. არღარა გეტყჳ თქუენ მონა, რამეთუ მონამან არა უწყინ, რასა ჰყოფნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობარ, რამე-თუ [ყოველი], რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ“ (15,14-15).:

..., რომელსა გამცნებ თქუენ. არღარა გეტყჳ თქუენ მონა, რამეთუ მონამან არა უწყინ, რასა ჰყოფნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობარ, რამე-თუ [ყოველი], რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ“ (15,14-15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე ეტყოდა, ვითარმედ: „მრავალი მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ ვერ ძალ-გიც აწ ტჳრთვად“? რამეთუ არარას აწ სხუასა გულისხმა-გჳყოფს სიტყჳთა ამით, რომელ თქუა, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი მესმა მამისაგან, გითხარ თქუენ“, არამედ ამას გამოა-ჩინებს, ვითარმედ: არარას უცხოსა ვიტყჳ, არამედ ყოველსავე მამისასა. და ვინაჲთგან ესე არს სახჱ სიყუარულისაჲ, რაჲთა საიდუმლოთაცა მიუთხრობდეს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: საიდუმლონიცა მითხრობიან თქუენდა. ხოლო რაჟამს „ყოველი“ თქუას, რომელი ჯერ-იყო მათა სმენად, მათ იტყჳს; და მერმე სხუასაცა სახესა სიყუარულისასა უჩუენებს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირ-ჩიენ თქუენ“ (15,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: მე სიყუარული თქუენი ვიძიე. და არცა ესე კმა-იყო, არამედ თქუა, ვითარმედ: „დაგადგინენ თქუენ“, ესე იგი არს, ვითარმედ: დაგნერგენ, „რაჲთა თქუენცა წარხჳდეთო“, ვი-თარმედ განჰვრცელდეთ, „და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოსო“ (15,16). ხოლო უკუეთუ ნაყ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა არა გამოაცხადონ, ვითარმედ იგი არს ქრისტე“ (16,20).:

...თ, რაჲმცა შეემთხჳა, უკუეთუმცა მრავალნი იყვნეს მორწმუნენი და ჰრწმენამცა, თუ ესე არს ძე ღმრთისაჲ, და მერმე იხილესმცა იგი ჯუარსა ზედა დამოკიდებული და საიდუმლოჲსა მის ძალი არამცა უწყოდეს, არცა მადლიმცა მოეღო სულისა წმიდისაჲ. უკუეთუ მოწაფეთა ეტყოდა: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ არღარა ძალ-გიც ტჳრთვად აწ“, რავდენ უფროჲსად სხუაჲ იგი ერი დაიჴსნამცა, უკუეთუმცა პირველ ჯეროვნისა მის ჟამისა საიდუმლოჲ ესე დიდი გამოცხადებულ იყო მათდა. ამის ჯერისათჳს ამცნო არა ქადაგებად მისა წუთერთ, და რაჲთა სცნათ, თუ რაოდენ უკუანაჲსკნელ შემდგომად ჯუარ-ცუმისა და აღდგომისა უმჯობეს იყო ქადაგებაჲ, თჳთ პეტრე მოციქულისაგან გულისჴმა-ყავ[თ].

რამეთუ ესე პეტრე, რომელი შემდგომად ესოდენთა სასწაულთა ხილვისა და ესოდენთა საიდუმლოთა სწავლისა ესრეთ უძლურ იპოვა, ვიდრე-ღა შიშისათჳს უნდოჲსა მჴევლისა ერთისა უარის-ყოფად ქრისტესა შთავარდა; ვინაჲთგან საიდუმლოჲ ჯუარ-ცუმისაჲ აღესრულა და აღდგომისა მადლი კეთილად იხილა, ესრეთ მტკიცედ იპყრა სწავლაჲ იგი სულისაჲ, ვიდრეღა უახოვნესად ლომისა ზედამიუჴდებოდა კრებულსა მას ჰურიათასა და არარად შეერაცხა სატანჯველნი და სიკუდილი, არამედ უშიშად ქადაგებდა შორის ჰურიათა და წარმართთა და მიმოდასდებდა სწავლასა მას ღმრთისმსახურებისასა. ხოლო პირველ ჯუარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან“ (9,17).:

...უჟამოდ შთასხმისაგანო.

ამათ იგავთა მიერ გუასწავა მიზეზი მდაბალთა სიტყუათა მისთაჲ, ვი-თარ-იგი მრავალგზის ეტყოდა მოციქულთა უძლურებისათჳს მათისა სიტყუათა მდაბალთა და არა შემსგავსებულთა დიდებისა მისისათა, რომლისათჳს იტყჳს იოვანე, ვითარმედ ჰრქუა მათ: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ არღა ძალ-გიც ტჳრთვად აწ“; რამეთუ ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ იგი ხოლო არს, რომელი ესმის, არამედ გულისჴმაყონ, ვითარმედ უმაღლესნი და უდიდებულესნი სიტყუანი და საქმენი ჯერეთ დაფარულ არიან, ესრეთ ჰრქუა მათ და უძლურებაჲ გონებათა მათ-თაჲ შორის შემოიღო და აღუთქუა, ვითარმედ: ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ და განაძლიერნეს, მაშინ ყოველივე დაფარული ეუწყოს მათ, და ყოველივე ცნან მათ.

ამისვე პირისა და ამის მიზეზისათჳს თქუა აწცა, რაჲ-ესე თქუა, ვი-თარმედ: ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი და მოუვლინოს მადლი ზეგარდამო სულისა მიერ წმიდისა, მაშინ მარხვაჲცა და ყოველივე სათნოებაჲ წარჰმართონ.

სწავლაჲ ლ ჴსენებაჲ შრომათა და მოღუაწებათაჲ წმიდათა მოციქულთა და მოწამეთაჲ

აწ უკუე ჩუენცა ნუ ყოველსავე ყოველთაგან მსწრაფლ წარმართებად ვეძიებთ, არამედ ძალისაებრ კაცად-კაცადისა, და ესრეთ თუ ვიქმოდით, ადრე წარვემართნეთ უაღრესისა მიმართ. დაღაცათუ ვინ ამას ზედა გუაბრალობდეს, ნუ აღ...

სრულად ნახვა