მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 15:25

24. უკეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი.25. არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად.26. ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15
25. არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი“ (3,19).:

...თლად, რამეთუ უკუეთუმცა მოსრულ ვიყავ შჯად და არა შენდობად ცოდვათა, აქუნდამცა სიტყუაჲ, თუ: ამისთჳს ურწმუნო ვიქმნენით; ხოლო ვინაჲთგან მოვედ გამოყვანებად ბნელისაგან და მოყვანებად ნათლად, ვინღა შეიწყალოს იგი, რომელსა არა ენებოს ბნელისაგან ნათლად მოსლვაჲ? ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მომიძულეს მე ცუდად“; ; ; (37,20) და ვითარმედ: „უკუეთუმცა არა მოსრულ ვიყავ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა“. რამეთუ რომელსა არა აქუნდეს ნათელი და ამისთჳს ჯდეს ბნელსა შინა, წყალობისა ღირს არს, ხოლო რომელი შემდგომად მოსლვასა ნათლისასა ბნელსა შინა დაადგრეს, არღარა ღირს არს წყალობისა.

ხოლო თქუა მიზეზიცა, რომლისათჳს უყუარს კაცთა ბნელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. ყოველი რომელი ბოროტსა იქმნ, სძულნ ნათელი და არა მოვიდის ნათელსა, რაჲ-თა არა ემხილნენ საქმენი მისნი“ (3,19-20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ უკუეთუმცა სამშჯავროჲ დაედვა და შჯიდა, ჰქონდამცა მათ სიტყუაჲ, რომელ არა მოვიდოდეს მისა, რამეთუ ეშინოდა; ხოლო ვინაჲთგან შენდობად მოვიდა, რად არა მოვიდეს მისა და მიიღეს შენდობაჲ, ვითარცა მრავალთა მეზუერეთა და ცოდვილთა ქმნეს?

არამედ...

სრულად ნახვა