მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 15:22

21. არამედ ესე ყოველი გყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი.22. უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს.23. რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15
22. უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ეკლესია — სულიერი სავაჭრო და სამკურნალო:

...ბს ქრისტე თავისი ტალანტის დამმარხველისთვის: „ბოროტო მონაო და მედგარო!... ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ" (მათ 25:26–27); და იუდეველთა შესახებ: „უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს" (). თუმცა, ჩვენ ახლა არა იმაზე ვზრუნავთ, თავად უდანაშაულონი ვართ თუ არა, არამედ თქვენს წინსვლას ვნატრობთ და ვფიქრობთ, რომ მთელი ჩვენი უდანაშაულობის მიუხედავად, ჩვენი სიხარული შემცირდება, თუ თქვენ ჩვენი შრომის შესაფერის მოშურნეობას არ გამოიჩენთ. ჩვენ ხომ მაშინ ვხარობთ, როცა ვხედავთ თქვენს წინსვლას სულიერ საქმეებში. მართალია, ვიცი, რომ თქვენ, ღვთის მადლით, ცოდნით სავსენი ხართ და სხვების სწავლებასაც შეძლებთ; მაგრამ, ნეტარი პავლეს მსგავსად (), მეც, შეგახსენებთ რა და გამოვაღვიძებ თქვენს მოშურნეობასა და გულმოდგინებას, გამუდმებით მოგიწოდებთ ამისკენ, რათა ყოველმხრივ სრულყოფილნი გახდეთ. თქვენი ღვთისთვის სათნო ცხოვრებაში წინსვლის არცთუ მცირე დადასტურებად მიმაჩნია ისიც, რომ ყოველდღე ასეთი მოშურნეობით მოდიხართ აქ და სულიერი სწავლების დაუღლელ სურვილს გამოხატავთ. და მართლაც, როგორც ხორციელი საზრდელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი“ (3,19).:

...შეიწყალოს იგი, რომელსა არა ენებოს ბნელისაგან ნათლად მოსლვაჲ? ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მომიძულეს მე ცუდად“; ; ; (37,20) და ვითარმედ: „უკუეთუმცა არა მოსრულ ვიყავ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა“. რამეთუ რომელსა არა აქუნდეს ნათელი და ამისთჳს ჯდეს ბნელსა შინა, წყალობისა ღირს არს, ხოლო რომელი შემდგომად მოსლვასა ნათლისასა ბნელსა შინა დაადგრეს, არღარა ღირს არს წყალობისა.

ხოლო თქუა მიზეზიცა, რომლისათჳს უყუარს კაცთა ბნელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. ყოველი რომელი ბოროტსა იქმნ, სძულნ ნათელი და არა მოვიდის ნათელსა, რაჲ-თა არა ემხილნენ საქმენი მისნი“ (3,19-20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ უკუეთუმცა სამშჯავროჲ დაედვა და შჯიდა, ჰქონდამცა მათ სიტყუაჲ, რომელ არა მოვიდოდეს მისა, რამეთუ ეშინოდა; ხოლო ვინაჲთგან შენდობად მოვიდა, რად არა მოვიდეს მისა და მიიღეს შენდობაჲ, ვითარცა მრავალთა მეზუერეთა და ცოდვილთა ქმნეს?

არამედ რომელთა-იგი აღირჩიეს უკუე ბნელსა შინა ყოფაჲ და ცოდვასა, ეშინოდა მათ სათნოებისაგან და ამისთჳს აღირჩიეს ვიდრე სიკუდილადმდე ცოდვასა შინა ყოფაჲ. არამედ იტყჳან ვიეთნიმე წარმართნი, რომელთა არა ჰნ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ა\* კრძალულებისათჳს ეკლესიასა შინა:

...თა და დიდთა საქმეთა მეტყუელი უფროჲს სხუათასა.

ნუმცა უკუე გარეწარად ვისმენთ, რამეთუ ამისთჳს მცირედ-მცირედ გითხრობ თქუენ, რაჲთა შეუძლოთ ადვილად სწავლად ყოველსავე და არა დაგავიწყდებოდის. გუეშინოდენ უკუე, ნუმცა ვიქმნებით თანამდებ ჴმისა მის, რომელი იტყჳს: „უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა“. რამეთუ რაჲ არს სარგებელი სმენისაჲ, უკუეთუ წარხჳდეთ, და ვითარმცა არა გასმიოდა, ესრეთ არარაჲ იცოდით?

მოგუეცით უკუე ქუეყანაჲ კეთილი სათესავად, რაჲთა ჩუენ გულსმოდგინე ვიქმნნეთ თესვად, და რომელსა ეკალნი ჰქონან, აღატყინენ მათ შორის ცეცხლი იგი სულისაჲ, რომლისა გული ფიცხელ და წინააღმდგომ იყოს, განასუქენ იგი და ლბილ-ყავ მითვე ცეცხლითა. რომელი გზასა ზედა არს და ყოველთა მიერ ვნებათა დაითრგუნვის, უშინაგანესსა ადგილსა შევედინ და ნუ არს ყოველთა მიერ წარსატაცებელ, რაჲ-თა ყანანი თქუენნი შუებულ იყვნენ. და უკუეთუ ესრეთ ვისწრაფდეთ, დაღაცათუ მეყსა შინა არა, არამედ მცირედ-მცირედ ყოველთა ვნებათაგან განვთავისუფლდეთ.

ვეკრძალნეთ უკუე, რაჲთა არა ჩუენთჳსცა ითქუას, ვითარმედ: „ასპიტისა ყრუჲსანი არიან ყურნი მათნი“. და ვითარ არა უარჱს არს მჴეცთა და პირუტყუთასა, რომელი სიტყუათა ღმრთისათა არა ისმენდეს? დ...

სრულად ნახვა