...ა ღმრთისაგან და შედგომითა ყოველთა საქმეთა სიბოროტისათა.
მოციქულისაჲ: სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე (6,12).
თარგმანი: სოფლად ჩუეულ არიან წერილნი წოდებად ბოროტთა საქმეთა, ვითარცა უფალი მოწაფეთა ეტყჳს: "თქუენ არა სოფლისაგანნი ხართ" (); ესე იგი არს, ვითარმედ: "ზეშთა ხართ ბოროტთა საქმეთა, რომელნი სოფელსა შინა იქმნებიან". ესრეთვე აწ მოციქული სოფლის მპყრობელ უწოდს ეშმაკთა, ვითარცა მაქმნეველთა და მაწუეველთა ბოროტისათა. და რაჲთა არა შეგეშინოს მათგან, გესმოდის რაჲ მათთჳს "მთავრობაჲ" და "სოფლის მპყრობელობაჲ", ამისთჳს დაჰრთავს, თუ ვიეთ ზედა მთავრობენ. ცხად არს, ვითარმედ — ბნელსა უკეთურებისასა, რომელი იქმნების საწუთროსა ამას შინა. ხოლო "ცასა ქუეშეობითა" ზეცით გარდამოვრდომილობასა და ვერღა მუნ აღმავალობასა მათსა აჩუენებს, რომლისათჳს წინა-განწყობილ არიან და სცვენ ჰაერსა ცად აღსავალსა, რაჲთა არა მუნ აღვიდეთ ჩუენ, ვინაჲ იგინი გარდამოცჳვეს.
მოციქულისაჲ: ამისთჳს აღიღეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა (6,13).
თარგმანი: რაისა "ამისთჳს"? — არამედ მძჳნვარებისათჳს მტერთაჲსა ჯერ-არს გარე-მორტყმაჲ ყოვლად-საჭურველისა ღმრთისა მცნებათა...