მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 15:18

17. ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.18. უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა.19. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15
18. უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ზ̂. შეწევნისათჳს შეცოდებულისა ძმისა ლოცვისა მიერ და ცოდვისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას (5,19).:

...ლივე, რაოდენი ქმნა ღმერთმან, კეთილ არს ფრიად. ხოლო ჩუენ რაჟამს ვთქუათ სოფლისა სიბოროტე, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ "სოფლად" ესევითარსა მას ადგილსა ბოროტთა კაცთა უწოდთ, რამეთუ სოფელი ესე ხილული უსულო არს და უგრძნობელ, ხოლო მაცხოვარი იტყჳს, ვითარმედ: "უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა" (), რომლისა მიერ ცხად არს, ვითარმედ აწ ღმრთისმეტყუელიცა და მუნ მაცხოვარიცა და ვინცა რას ესევითარსა იტყოდის ბოროტ ყოფასა სოფლისასა, ბოროტთა კაცთა "სოფლად" უწოდს. რამეთუ ჩუენ კაცნი თჳთმფლობელად დაბადებულნი ვიქმნებით, ვითარ გჳნდეს, — ბოროტ გინა კეთილ; და ჩუენი არს ქმნაჲ სიყუარულისა და სიძულილისაჲ, რამეთუ შევიცვალებით, ვითარცა გჳნდეს. ხოლო სხუაჲ ყოველი, რომელი შექმნა ღმერთმან, ეგრეთ ჰგიეს, ვითარ დაიბადა და არა იცვალების თჳსისა დაბადებულებისაგან, ვიდრე ჟამამდე ცვალებისა.

მოციქულისაჲ: ხოლო ვიცით, რამეთუ ძე ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ ცნობაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი. და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესსა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი და ცხორებაჲ საუკუნოჲ (5,20).

თარგმანი: ესე არს, რომლისათჳს პავლე იტყჳს, ვითარმედ: "გონებაჲ ქრისტესი გუაქუს" (), რამეთუ...

სრულად ნახვა