...რაჲთა დაიცვნე ბოროტისაგან“ (17,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად უმეტესად გამოაცხადებს სიტყუასა თჳსსა, რომელ-ესე სხჳსა არარაჲსათჳს ქმნა, არამედ რაჲთამცა უჩუენა, ვი-თარმედ ფრიად იღუწის მათთჳს, რამეთუ ესრეთ მოსწრაფებით იქმს მათთჳს სიტყუასა. და თავადი იტყოდა, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი ითხოვოთ, მოგცეს მამამან“. და ვითარ იგი აქა მათთჳს ევედრების? არამედ სხჳსა არარაჲსათჳს, ვითარცა ვთქუ, გარნა გამოჩინებად სიყუარულისა თჳსისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სოფლისაგან არა არიან, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგან“ (17,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ სხუასა ადგილსა იტყოდა, ვითარმედ: „რომელნი მომცენ სოფლისაგან, შენნი იყვნეს“? არამედ მუნ ბუნებისათჳს იტყოდა, რამეთუ ბუნებით სოფლისაგანნი იყვნეს მოციქულნი, ხოლო აქა საქმეთათჳს ბოროტთა იტყჳს. და დიდსა ქებასა იტყჳს მათთჳს: პირველად, რამეთუ არა სოფლისაგანნი არიან, მერმე, რამეთუ მან მოსცნა ამას იგინი, და კუალად, რამეთუ სიტყუაჲ მისი დაიმარხეს და რამეთუ მისთჳს მოძულებულ იქმნნეს. და უკუეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე არა ვარ სოფლისაგან“, ნუ გიკჳრს, რამეთუ სიტყუაჲ ესე: „ვითარცა მე“, არა ჭეშმარიტისა მსგავსებისათჳს იტყჳს, რამეთუ ოდეს მამისათჳს იტყოდის, ვითარმედ: „ვითარცა მე...