...ედა საქმე გულის-ჴმა-ყავ, ვითარმედ მარადის მოძღუარი უზეშთაეს არს მოწფისა და უფალი - მონისა. ხოლო აწ მეტყუელი იგი უფალი იყო და მეუფე და ღმერთი და დამბადებელი და არა თქუა მათთჳს მონობაჲ, არამედ სახლეულად თჳსად უწოდა; ვითარცა სხუასა ადგილსა ეტყოდა: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, არღარა გეტყჳ თქუენ მონად“, ეგრეთვე აქა სახლეულად სახელსდვა, რაჲთა აჩუენოს მრავალი იგი საკუთრობაჲ მათი. და არა თქუა: უკუეთუ სახლისა უფალსა ძჳრსა ეტყოდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს, არამედ სიტყუაჲ მებრ იგი ძჳრისმეტყუელებისაჲ აუწყა, ვითარმედ: „ბერზებულით ხადოდეს“; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ გაგინებდენ თქუენ და ბოროტსა იტყოდინ თქუენთჳს, ნუ მწუხარე ხართ, ნუცა უცხო-გიჩნს; მოიჴსენეთ, თუ ჩემთჳს რასა იტყოდეს, რომელი-ესე მოძღუარი ვარ და უფალი თქუენი; რაჲ უკუე საკჳრველ არს, უკუეთუ თქუენთჳსცა ეგრეთვე თქუან? რამეთუ დიდ არს თქუენდა მსგავსებაჲ ჩემი.
ამისა შემდგომად კუალად სხუაჲცა ნუგეშინის-ცემისა სიტყუაჲ წინაუყო და ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა განცხადნეს“ (10,26).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს, ვითარმედ: კმა იყო თქუენდა ნუგეშინისსაცემელად, რომელ-ესე ზიარ ჩემდა იქმნენით, უფ...