მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 15:13

12. რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ.13. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს.14. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15
13. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ბ̂. სიყუარულისათჳს, რომლისა თჳნიერ შეუძლებელ არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან (2,7).:

...ბითი არს, და რამეთუ ესე სიტყუაჲ გუასმიეს დასაბამსა სარწმუნოებისა ჩუენისასა ქრისტესგან, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" () და "უფროჲსი ამისსა სიყუარული არა არს, რაჲთა სული თჳსი დადვას კაცმან მეგობრისა თჳსისათჳს" ().

მოციქულისაჲ: კუალად მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, რომელი არს ჭეშმარიტ მის თანა და თქუენ შორის, რამეთუ ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს. რომელმან თქუას ნათელსა შინა ყოფაჲ და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი ბნელსა შინა არს ვიდრე აქამომდე, ხოლო რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა. ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი (2,8-11).

თარგმანი: ძუელად მცნებად იტყოდა ესაიაჲსსა მას წინა-მოსწავებასა, ვითარმედ: არა ანგელოზმან, არცა მამშჳდებელმან, არამედ თავადმან უფალმან იჴსნნა იგინი, რამეთუ უყუარდეს იგინი. ამით ცხად იქმნების, ვითარმედ სიყუარულისათჳს განკაცნა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ. ხოლო აწ ახლად მცნებად იტყჳს, რამეთუ ძუელი იგი წინა-მოსწავებაჲ საქმით სრულ იქმნა. ხოლო რაჟამს ნათელი ჭეშმარიტი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲ სიყუარულისათჳს ჭეშმარიტისა:

...ონი, მაგინებელნი და მგმობარნი, მოძულენი მისნი, რომელთა უნდავე არახილვაჲ მისი, რომელნი ქვათა და ძელთა უმეტეს მისსა პატივ-სცემდეს, შეიყუარნა სიყუარულითა მით სრულითა, რომლისა უმეტესობაჲ არა იპოების, ვითარცა იტყჳს თავადი, ვითარმედ: „უფროჲსი ამისი სიყუარული არავის აქუს, ვითარმცა სული თჳსი დადვა მეგობართა თჳსთათჳს“. და რად ვიტყჳ მეგობართათჳს? მტერთა და უმადლოთათჳს ესრეთვე ქმნა. ამისთჳს იხილე, თუ ვითარ ჯუარმცუმელთა მათ და მკლველ-თა თჳსთა იღუწიდა, რამეთუ მამასა ეტყოდა მათთჳს: „მიუტევე, მამაო, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“; და მოწაფენი მოუვლინნა მათ, რაჲთა ასწაონ და მოაქციონ ცხორებად, რამეთუ სახიერ იყო და ძჳრუჴსენებელ, და არა არს რიცხჳ წყალობისა და კაცთმოყუარებისა მისისაჲ. დიდებაჲ მისა და ქებაჲ.

აწ უკუე, ძმანო, ჩუენცა ესევითარსა მას სიყუარულსა ვჰბაძვიდეთ, რაჲთა მივემსგავსნეთ ქრისტესა, რაოდენ შესაძლებელ არს მსგავსებაჲ მისი, რაჲთა ამასცა სოფელსა მშჳდობით ვიყვნეთ და საუკუნეთა მათ კეთილ-თა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ლოცვა-ყავთ ნეტარისა მამისა იოვანეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლ ჴსენებაჲ შრომათა და მოღუაწებათაჲ წმიდათა მოციქულთა და მოწამეთაჲ:

...რცა მეგობარნი, ვითარცა ეტყოდა სახარებასა შინა, ვითარმედ: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, არღარა გეტყჳ თქუენ მონა“. და ესე ღირს არს და სამართალ, რამეთუ თავადმან თქუა, ვითარმედ: „ამისა უმეტესი სიყუარული არა არს, რაჲთა სული თჳსი დადვას ვინმე მეგობართა თჳსთათჳს“. აწ უკუე ვინაჲთგან ამათ სული თჳსი უფლისა თჳსისათჳს დადვეს, შეიწყნარნა მან იგინი, ვითარცა მეგობარნი, და მიერითგან ვითარი მისცა მათ დიდებაჲ, ანუ რაბამსა სიხარულსა ღირს-ყვნა, მან მხოლომან უწყის, მიმცემელმან ესევითართა მათ ნიჭთამან, რამეთუ გონებაჲ კაცობრივი ვერ შემძლებელ არს მოგონებად, ვერცა ენაჲ - გამოთქუმად.

აწ უკუე, საყუარელნო, ვისწრაფოთ ჩუენცა ბაძვად მათდა. დაღაცათუ ვერ ძალ-გჳც ბაძვაჲ მოციქულთაჲ, არამედ მოწამეთა ვჰბაძვიდეთ. თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ ვჰბაძვიდე მოწამეთა, რამეთუ არა არს ჟამი დევნულებისაჲ? - უწყი მეცა, ვითარმედ ჟამი დევნულებისაჲ არა არს, გარნა ჟამი წამებისაჲ არს; არა იპოების ჟამი ესევითართა სატანჯველთაჲ, არამედ გჳრგჳნოსნობისაჲ არს; არა გუდევნიან კაცნი, არამედ გუდევნიან ეშმაკნი, უძჳრესნი იგი ყოვლისავე მძლავრისა; არა ჰხედავ ნაკუერცხალთა დაფენილთა, არამედ ჰხედავ შენ შორის ალსა მას გულისთქუმათასა მოტყინარესა; მათ და...

სრულად ნახვა