მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 13:4

3. იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს.4. აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი.5. და მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერჴთა მოწაფეთა თჳსთა და წარჰჴოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13
4. აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი“ (13,4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ არა დაბანითა ოდენ, არამედ სხჳთაცა სახითა გამოაჩინებს სიმდაბლესა, რამეთუ არა უწინარეს დაჯდომისა, არამედ შემდგომად ყოველთა დასხდომისა აღდგა და მერმე არა თუ ოდენ დაჰბანნა ფერჴნი, არამედ განიძარცუა სამოსელი და ესრეთ ჰბანდა. და არა ესე ოდენ, არამედ არდაგი მოირტყა, რომელმან შემოსნა ცანი ღრუბლითა, და ესეცა არავე კმა-ეყო, არამედ თჳთვე შთაასხა წყალი და თჳსითა ჴელითა აღავსო საბანელი; და არა სხუასა უბრძანა აღვსებაჲ, არამედ ყოველივე თავადმან ქმნა, რაჲთა გუასწავოს, ვითარმედ რაჟამს ესევითარსა რასმე ვიქმოდით, არა გარეწარად ჯერ-არს ქმნაჲ, არამედ ყოვლითა გულსმოდგინებითა. ხოლო დაჰბანნა ფერჴნი, ვითარ მე ვჰგონებ, პირველ მიმცემელისა მისისანი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „იწყო ბანად და მოვიდა სიმონ-პეტრჱსა. და ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა?“ (13,5-6). მაგით ჴელითაო, რომლითა თუალნი ბრმათანი აღუხილენ და კეთროვანნი განსწმიდენ და მკუდარნი აღადგინენ? და არარაჲ ჰრქუა მას უმეტჱსი, არამედ ესე ოდენ, ვითარმედ: „შენ, უფალო?“ რამეთუ ესე სიტყუაჲ თავით თჳსით კმა არს...

სრულად ნახვა
მოკლე სიტყვა დიდ-ხუთშაბათს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! აწინდელსა დღესა, დიდისა ხუთშაბათისა, თითქმის საჭიროც არ არის და ნამეტანი იქმნება ჩვენი მხრითგან თქმა ქადაგებისა. პირველად მისთვის, რომ დღეს თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გვაძლევს სახარებისაგან დიდსა და ვრცელსა დარიგებასა, მეორედ, ძნელია დღეს ქადაგების თქმა: მქადაგებელმა არ იცის რა საგანზე იწყოს დღეს უბნობა, რომელი სიტყვა მაცხოვრისა, დღეს თქმული, ანუ რომელი საქმე მისი, დღეს აღსრულებული აღიღოს საგნად ქადაგებისა; ისე მრავალნი არიან სიტყვანი, დღეს მისგან თქმულნი, და საქმენი, მისგან შესრულებულნი. ნაცვლად ჩვენისა სიტყვისა თქვენი მხრითგან არის დღეს საჭირო მომატებული გულის ხმის ყოფით სმენა და ხედვა ყოვლისა, რაიცა წაიკითხება და აღსრულდება დღეს საყდარში. მორწმუნე ქრისტიანე ყოველთვის სასოებით და ერთგულად უნდა სდგეს და ისმენდეს საყდარში, გარნა დღეს მომატებულის გრძნობით უნდა სდგეს იგი აქა. დღეს დაასრულა მაცხოვარმან საფუძველი ახლის აღთქმისა, დღეს მისცა მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღესა მისცა მან უმაღლესი სახე...

სრულად ნახვა
მოკლე მოძღვრება დიდ ხუთშაბათს ფეხის ბანვაზე
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოციქულნი ყოველნი იყნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა, გარნა უმეტესად ყოველთა პეტრე მოციქული. ამან უწინარეს რაოდენისამე დღისა იცნო, ირწმუნა და აღიარა, რომელ მოძღვარი მათი, იესო ქრისტე, არის ძე ღვთისა ცხოველისა და აჰა ესერა ხედავს, რომელ იგი აღსდგა სერობისაგან, აღიღო ჭურჭელი წყლისა, მოიდრიკა მუხლნი და ვითარცა მონამან, იწყო ბანვა ფერხთა მოწაფეთასა. უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა? ჰკითხა მას განცვიფრებულმან პეტრე, ოდეს უფალი მივიდა მასთან დაბანვად ფერხთა მისთა, არა დამბანო უკუნისამდე ფერხნი ჩემნი...

მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა. რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის დაიმდაბლა ეგოდენ მან თავი თვისი? პირველად მისთვის, რამეთუ შეიყვარნა თვისნი იგი ამა სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნა იგინი (იოან. იგ, ა), ვითარცა იტყვის იოანე მახარებელი, აღმწერელი ამ შემთხვევისა. ამით მან გამოაჩინა განუზომელი თვისი სიყვარული მოწაფეთადმი და თვით საქმით მოგვცა ჩვენ მაგალითი სიმდაბლისა და თავის უარის ყოფისა. არა საკმაოდ შერაცხა მან სიტყვითა მხოლოდ სწავლა ჩვენი, არამედ მანვე პირველად...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის