მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 13:37

36. ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? ჰრქუა მას იესუ: ვიდრე-იგი მე მივალ, შენ ვერ ძალ-გიც მოსლვად აწ, ხოლო მერმე მომდევდე მე.37. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთვის დავდვა.38. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სული შენი ჩემთჳს დასდვაა? ამენ, ამენ გეტყჳ შენ: არღარა ეყივლოს ქათამსა, ვიდრემდის უვარ-მყო მე სამ-გზის.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13
37. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთვის დავდვა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყ თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განგიპყრნენ ჴელნი და სხუანი შეგარტყმიდენ, და იყო, სადა არა გენებოს“ (21,18).:

...მისთჳსცა ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყ თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განგიპყრნენ ჴელნი და სხუანი შეგარტყმიდენ, და იყო, სადა არა გენებოს“ (21,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იგიცა ამისთჳს სურვიელ იყო, რამეთუ იტყოდა: „სული ჩემი შენთჳს დავდვა“, და ამისთჳს აქა აღუსრულა სურვილი მისი. ხოლო რაჲ არს: „სადა არა გინდეს“? ბუნებისა საქმესა იტყჳს და ჴორცთა ჭირსა, ვითარმედ იძულებით განიყოფვის სული ჴორცთაგან, რამეთუ გონებაჲ მისი მოსწრაფე იყო, არამედ ეგრეცა ბუნებით ემხილებოდა, რამეთუ არავინ დაუტეობს ულმობელად ჴორცთა, ვინაჲთგან ესრეთ განუგიეს ღმერთსა. და აქაცა სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „სადა არა გინდეს“, ბუნებითსა საქმესა მოასწავებს, ხოლო სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ოდეს იყავ ჭაბუკ“, მოასწავებდა პირველსა ცხორებასა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სოფლისა საქმეთა შინა ჭაბუკი არს ახოვან, ხოლო ჩემნი საქმენი არა ესრეთ არიან, არამედ ოდეს მოვიდეს სიბერჱ, მაშინ უფროჲსად გამოჩნდეს ახოვანებაჲ შენი და სიკეთჱ, რომლისაჲ არა იქმნას ჰასაკისაგან დაყენებაჲ. ხოლო ამას იტყოდა არა რაჲთამცა შეაშინა, არამედ განაძლიერებდა, რამეთუ იცოდა სურვილი მისი, ვითარმედ პირველითგან ესე კეთილი გულად-ეღო, და სახესაცა მოასწავებდა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა პეტრეს მჴევალმან მან: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარა ამის კაცისათაჲ? ჰრქუა პეტრე: არა ვარ“ (18,17).:

...და? გარნა რამეთუ თჳთ ქრისტეს თანა ისწრაფდა ყოფად. იხილე უკუე მეკარისა მისცა დედაკაცისა საქმჱ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა პეტრეს მჴევალმან მან: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარა ამის კაცისათაჲ? ჰრქუა პეტრე: არა ვარ“ (18,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, ჵ პეტრე? არა იტყოდეა, ვითარმედ: „სული ჩემი შენთჳს დავდვა“? და რაჲ იქმნა, რომელ მეკარისაცა სიტყუასა ვერ თავს-იდებ? არა თუ მჴედარმან გკითხა, არამედ მჴევალმან უნდომან, და მისიცა სიტყუაჲ არა სიფიცხლით და რისხვით იყო, არამედ უფროჲსად ლმობიერებით. ხოლო ნუუკუე შენცა ამისთჳს სთქუა, ვითარმედ: იოვანე შინა იყო, და მან ესრეთ ტკბილად ჰკითხა, არამედ პეტრე იგიცა ვერ თავს-იდვა? ხოლო იესუ წარსცეს კაიაფაჲსა შეკრული, და პეტრე დგა გარე და ტფებოდა. ; ; ; ეჰა რაზომითა სიმძიმითა შეპყრობილ იყო მჴურვალჱ იგი და ცეცხლებრ მოტყინარჱ გულითა პირველ, შე-რაჲ-იპყრეს იესუ, ხოლო აწ ყოლადვე არა აღიძრვოდა, არამედ ჯდა და ტფებოდა. და რაჲთა სცნა, თუ რაზომი არს კაცობრივისა ბუნებისა უძლურებაჲ, ოდეს ღმერთმან დ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა?“ (17,4).:

...ესე იხილე, თუ რაოდენ ეტყინებოდა მის შორის ცეცხლი ქრისტეს სიყუარულისაჲ; რამეთუ არა თუ თჳსისა სიკუდილისაგან ეშინოდა და ამისთჳს ესრეთ იტყოდა. ნუ იყოფინ! და იხილე, ოდეს თჳსისა თავისათჳს მოვიდა სიტყუაჲ, რაჲ-იგი ჰრქუა უფალსა: „სული ჩემი შენთჳს დავდვა. დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უარ-გყო შენ“. ;

და სიტყუაჲ თჳსი საქმით დაამტკიცა, რამეთუ მო-რაჲ-ვიდეს ერნი იგი მახჳლითა და წათებითა შეპყრობად იესუსა, არცა შეშინდა, არცა ივლტოდა, არამედ ახოვნად განეწყო ბრძოლად ესოდენისა მიმართ ერისა და მახჳლი იჴადა და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ თჳსისა თავისათჳს აქუნდა შიში, არამედ შეიწუებოდა გული მისი მოძღურისა მისთჳს სახიერისა. ამის-თჳს იტყოდა: „გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა?“

რასა იტყჳ, ჵ პეტრე? არა უპირატეს მცირეთა დღეთა განჰყავი იგი მონათაგან და აღიარე და სთქუ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ“?1 ვითარ უკუე აწ კუალად მონათა თანა აღჰრაცხავ მას და ეტყჳ: „ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა“?

ჰხედავთა, ვითარ პირველ ჯუარ-ცუმისა ქრისტესა უძლურ იყვნეს...

სრულად ნახვა