...თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა იხილა, ვითარ ძალ-უც შეყუარებად? და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა, რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი (4,20-21).
თარგმანი: ვინაჲთგან სიყუარული ძმათაჲ მცნებაჲ არს საღმრთოჲ, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, რაჟამს იყურებოდით ურთიერთას" (); და კუალად, საზღვრად სიყუარულისა თჳსისა ესე დაუც: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). ამიერ ცხად არს, ვითარმედ სიყუარული მოყუსისაჲ აღსრულებაჲ არს მცნებისაჲ. და აღსრულებაჲ მცნებისაჲ სასწაული არს სიყუარულისა მისისაჲ. ამისთჳს ნიჭად მიემადლების მის თავადისა მოსლვაჲ და სავანე ყოფაჲ მის შორის აღმასრულებელსა მცნებისასა, თანა მამით და სულითურთ. ხოლო თჳნიერ ძმათა სიყუარულისა იქადოს თუ ღმრთისმოყუარე ყოფაჲ, ტყუვილი დაესაჯების, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ საქმე არს გონებისაჲ, და დაფარული გონებისაჲ ამით იხილვების, რაჟამს სიყუარულისათჳს ღმრთისა აღვასრულოთ მცნებაჲ მისი და ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ ყოველი გარდამავალი მცნებისაჲ უცხო არს სიყუარულისაგან ღმრთისა.