...ნუ გეშინისო, რამეთუ არა თუ ამისთჳს ვთქუ სხჳსა ნუგეშინისმცემელისა მოვლინებად, ვითარმცა მე მოგაკლდებოდე სრულიად, არა ამისთჳს ვთქუ, ვითარმედ: „თქუენ თანა იყოს“, ვითარმცა მე არღარა გიხილევდი, „რამეთუ მეცა მოვიდე თქუენდა, არა დაგიტევნე თქუენ ობლად“. რამეთუ ვინაჲთგან დაწყებასა სიტყჳსასა იტყოდა: „შვილნო ჩემნო“, ამისთჳს აქა იტყჳს: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“; და დასაბამსა სიტყჳსასა იტყოდა, ვითარმედ: „მოხჳდეთ, სადა მე ვიყო“, და ვითარმედ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“, ხოლო აქა, ვინაჲთგან იგი ჟამი შორს იყო, მოსცემს სულსა, არამედ იგინი კუალად ვინაჲთგან ვერ გულისხმა-ჰყოფდეს სიტყჳთა მით და ვერ მიიღებდეს ჯეროვანსა ნუგეშინის-ცემასა, ამისთჳს ჰრქუა: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“, რამეთუ იგინი უფროჲს ყოვლისა ამას ეძიებდეს. არამედ რაჲთა არა ჰგონებდენ კუალად ესევითარსავე მოსლვასა, ვითარცა პირველ, იხილე, ვითარ მოასწავა, მისი იგი მოსლვაჲ თუ ვითარ იყოს, რამეთუ თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მცირედღა, და სოფელი არღარა მხედვიდეს მე, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე“ (14,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მოვალ თქუენდა მომართ, არამედ არა...