თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ დაჴსნილთა მათ გონებათა მოწაფეთასა აღჰმართებს და დაარწმუნებს არა ხოლო თუ არა წუხილად, არამედ სიხარულადცა. ამისთჳსცა პეტრეს პირველითგან შეჰრისხნა, რამე-თუ შესლვაჲ სიკუდილსა შინა და სიკუდილისა მიერ ძლევაჲ სიკუდილისაჲ დიდებაჲ არს დიდი. და ესე არს, რომლისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „რაჟამს აღვმაღლდე, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ“; და კუალად იტყჳს: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე“; და კუალად თქუა: „სასწაული არა გეცეს თქუენ, გარნა სასწაული იგი იონაჲსი“. ; (16,4); რამეთუ ვითარ არა დიდი დიდებაჲ არს, რაჟამს შემდგომად სიკუდილისა შეუძლოს უმეტესი, ვიდრეღა უწინარეს სიკუდილისა? რამეთუ მოწაფეთა ქმნნეს უმეტესნი სასწაულნი, რაჲთა სარწმუნო იქმნას აღდგომაჲ.
სახარებაჲ იოვანესი 13:31
30. ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა. და იყო ღამე.31. და ვითარცა განვიდა იუდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძე კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა.32. უკუეთუ ღმერთი იდიდა მის თანა, ღმერთმანცა ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა და მეყსეულად ადიდოს იგი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13