მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 13:3

2. და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაჲსსა, სიმონ ისკარიოტელისასა, რაჲთა განსცეს იგი.3. იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს.4. აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13
3. იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ბ̂. ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაჲ სახლსა შეყვანებაჲ, არცა მოკითხვაჲ გონებითა ვნებულითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და აწ გიკითხავ შენ, დედოფალო, არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას. და ესე არს სიყუარული, რაჲთა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა (1,5-6).:

...მათ თანა პირველისა მის ებისტოლისათა, რამეთუ ორნივე ესე ურთიერთას იცნობების, რამეთუ სიყუარულითა ურთიერთას მცნებასა ღმრთისასა აღვასრულებთ და მცნებისა საღმრთოჲსა აღსრულებითა მოყუარე ღმრთისა გამოვჩნდებით, რამეთუ მან გუამცნო დასაბამსა ჩუენისა მოწოდებისასა: "მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას" (). და ვინაჲთგან მან გუამცნო, არღარა ახალი არს, არამედ ქრისტესგან მიუღებიეს დასაბამი, რომელმან-იგი სიყუარულისათჳს, რომელ აქუნდა ჩუენდა მომართ, სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, და ჩუენგან ამასვე ეძიებს, ვითარმედ: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). აწ უკუე, რომელი იქმოდის სათნოებათა, მსგავსად მცნებათა მისთა, ესევითარი იგი ვალს ნებისაებრ მისისა, ხოლო რომელი უქმებდეს, ესევითარი იგი გარე-მიქცეულ არს მისგან, რამეთუ სლვაჲ წარმატებასა მოასწავებს, ხოლო დგომაჲ — დაცხრომასა კეთილისაგან, და ესრეთ სახისმეტყუელებით თქუმულ არს ადამისთჳს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: "დაიდგინა სამოთხეს მუშაკობად და ცვად მისსა" (). მუშაკობაჲ უკუე საქმითსა აუწყებს წარმატებასა, ხოლო ცვაჲ — მიწევნასა სისრულისა მიმართ.

მოციქულისაჲ: და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გე...

სრულად ნახვა
თავი ე̂. ძმათმოყუარებისათჳს და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ: მიყუარს ღმერთი; და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუვარი არს, რამეთუ, რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა იხილა, ვითარ ძალ-უც შეყუარებად? და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა, რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი (4,20-21).:

...თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა იხილა, ვითარ ძალ-უც შეყუარებად? და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა, რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი (4,20-21).

თარგმანი: ვინაჲთგან სიყუარული ძმათაჲ მცნებაჲ არს საღმრთოჲ, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, რაჟამს იყურებოდით ურთიერთას" (); და კუალად, საზღვრად სიყუარულისა თჳსისა ესე დაუც: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). ამიერ ცხად არს, ვითარმედ სიყუარული მოყუსისაჲ აღსრულებაჲ არს მცნებისაჲ. და აღსრულებაჲ მცნებისაჲ სასწაული არს სიყუარულისა მისისაჲ. ამისთჳს ნიჭად მიემადლების მის თავადისა მოსლვაჲ და სავანე ყოფაჲ მის შორის აღმასრულებელსა მცნებისასა, თანა მამით და სულითურთ. ხოლო თჳნიერ ძმათა სიყუარულისა იქადოს თუ ღმრთისმოყუარე ყოფაჲ, ტყუვილი დაესაჯების, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ საქმე არს გონებისაჲ, და დაფარული გონებისაჲ ამით იხილვების, რაჟამს სიყუარულისათჳს ღმრთისა აღვასრულოთ მცნებაჲ მისი და ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ ყოველი გარდამავალი მცნებისაჲ უცხო არს სიყუარულისაგან ღმრთისა.

სრულად ნახვა
თავი დ̂. სიყუარულისათჳს მოყუსისა და წესისათჳს მოწყალებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველმან რომელმან არა ქმნეს სიმართლე, იგი არა არს ღმრთისაგან, და რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი. რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გუესმა პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას (3,10-11).:

...გავსებაჲ მისი სათნოებითა. რამეთუ მისგანობაჲ ჩუენი ბუნებითადცა ითქუმის, რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ. ხოლო აწ სათნოებათა მიერითა მსგავსებითა მადლით მისგანობად გუაწუევს სიყუარულითა მოყუასთაჲთა, რამეთუ მან თავადმან ესე აღგჳთქუა, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, რაჟამს იყუარებოდით ურთიერთას" ().

მოციქულისაჲ: არა ვითარცა-იგი კაინ, რომელი-იგი უკეთურისაგანი იყო და მოკლა ძმაჲ თჳსი. და რაჲსთჳს-მე მოკლა იგი? — რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი — მართალ (3,12).

თარგმანი: იხილე, რამეთუ რაჟამს სათნოებაჲ ვყოთ, —ღმრთისაგანად, ხოლო რაჟამს სიბოროტე ვქმნათ, — უკეთურისაგანად ვითქუმით; ვითარ-ესე აწ კაენ, ღმრთისა მიერ დაბადებული, არათუ ბუნებითა, არამედ საქმეთა მისთა ბოროტებითა უკეთურისაგანად ითქუმის, ვითარ დასაბამ და დამწყებელ ქმნილი სიკუდილისაჲ და მასწავლელელი კაცთაჲ მოსისხლეობისა და ძმის მკლველობისაჲ, რომელი-იგი ქმნა შურისა მიერ და სიძულილისა.

მოციქულისაჲ: ნუ გიკჳრნ თქუენ, ძმანო ჩემნო, რამეთუ გძულობს თქუენ სოფელი (3,13).

თარგმანი: ამისთჳს გჳჴმს, რაჲთა არა გჳკჳრდეს ჩუენი სიძულილი, რამეთუ პირველად მოძღუარი და შჯულის-მდებელი ჩუენი ქრისტე მოიძულეს მკჳდრთა სოფლისათა.

მოციქულისაჲ: ჩუენ უწყით, რამეთუ მივ...

სრულად ნახვა
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს, რომლისა თჳნიერ შეუძლებელ არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან (2,7).:

...რთას სიყუარულისაჲ. და ამისთჳს მცნებად არა პირველად, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, დასაბამითგანად უწოდს მოციქული სიყუარულსა, რამეთუ ბუნებითი არს, და რამეთუ ესე სიტყუაჲ გუასმიეს დასაბამსა სარწმუნოებისა ჩუენისასა ქრისტესგან, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" () და "უფროჲსი ამისსა სიყუარული არა არს, რაჲთა სული თჳსი დადვას კაცმან მეგობრისა თჳსისათჳს" ().

მოციქულისაჲ: კუალად მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, რომელი არს ჭეშმარიტ მის თანა და თქუენ შორის, რამეთუ ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს. რომელმან თქუას ნათელსა შინა ყოფაჲ და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი ბნელსა შინა არს ვიდრე აქამომდე, ხოლო რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა. ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი (2,8-11).

თარგმანი: ძუელად მცნებად იტყოდა ესაიაჲსსა მას წინა-მოსწავებასა, ვითარმედ: არა ანგელოზმან, არცა მამშჳდებელმან, არამედ თავადმან უფალმან იჴსნნა იგინი, რამეთუ უყუარდეს იგინი. ამით ცხად იქმნების, ვითარმედ სიყუარულისათჳს განკაც...

სრულად ნახვა