...ცნა სიტყუაჲ იგი, რამეთუ გან-მცა-ეკუეთა იგი მოწაფეთა, და მო-მცა-ეკლა იგი პეტრეს, არამედ არავინ ცნა. ხოლო იოვანეცა ვერ-მე ცნაა? ვერცა იოვანეს უცნობიეს, რამეთუ შორს იყვნეს იგინი მანქანებისაგან, და იოვანე არა უწყოდა, თუ მაშინ იქმნების მიცემაჲ იგი, არამედ ჰგონებდეს, ვითარმედ დღესასწაულისათჳს ჰრქუა განმზადებად.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მან მიიღო პური იგი და განვიდა. და იყო ღამჱ“ (13,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს იტყჳს ჟამსაცა? რაჲთა სცნა უკეთურებისა მიმართ მოსწრაფებაჲ მისი, რამეთუ ჟამმანცა ღამისამან ვერ უძლო დაყენებად. და მათ ეგონა, ვითარმედ გლახაკთა ღუწოლისათჳს თქუა, რამეთუ ფრიად იღუწიდა გლახაკთა, რაჲთა ჩუენცა გუასწავოს მოწყალებისა ქმნაჲ, და ამას ჰგონებდეს მოწაფენი. რამეთუ ვერცა ამან შეარცხჳნა ბოროტი იგი იუდა, რამეთუ ესრეთ ვიდრე უკუანაჲსკნელ ჟამადმდე არა განაქიქა. ხოლო ჩუენდაცა ესრეთვე ჯერ-არს ქმნად, რაჲთა არა განვაქიქებდეთ ცოდვათა სხჳსათა, დაღაცათუ უკურნებელ იყვნენ, რამეთუ უფალმანცა ამისა შემდგომად, მო-რაჲ-ვიდა იუდა მიცემად მისა, ამბორის-ყოფად შეუნდო მას და თავს-იდვა საქმჱ ესევითარი. ხოლო აწ იწყებს სიტყუად მოწაფეთა მიმართ და დიდებად უწესს ჯუარს-ცუმასა და სიკუდილსა მას ყუედრებისასა, რაჲთა გუასწავოს, ვითარმედ ყოველივე საქმჱ, რაზ...