...ათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (26,26-28).
ჵ სიბრმე იგი უბადრუკისა მის განმცემელისაჲ! საიდუმლოთა მათ ეზიარებოდა და თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგო; და შესაძრწუნებელსა მას ტრაპეზსა პურისმტე იყო და არა მოიქცა ბოროტისაგან. ამისთჳს იტყჳს მახარებელი იოვანე, ვითარმედ: „შემდგომად პურისა მაშინ შევიდა მისა ეშმაკი“. არა თუ ჴორცისა მისგან და სისხლისა სამეუფოჲსამცა არა ძრწოდა, ჰე, ძრწოდა, გარნა ურცხჳნობამან მან და უშჯულოებამან იუდაჲსმან მისცა მას კადნიერებაჲ მის ზედა.
რამეთუ ორკერძოვე აღორძნდებოდა ცოდვაჲ მისი: რომელ-იგი ესევითარითა გონებითა მოუჴდებოდა ზიარებასა მას საიდუმლოჲსასა და რომელ-იგი ეზიარა და არავე შეიკდიმა მოქცევად. არცა შიშმან მოდრიკა იგი, არცა პატივმან მან და ქველისმოქმედებამან. ხოლო ქრისტემან ყოველივე იცოდა, არამედ არავე დააყენა იგი, რაჲთა სცნა, ვითარმედ არარაჲ დაუტევა, რომელი ჯერ-იყო ქმნად მოქცევისა მისისათჳს.
და პირველითგან ყოველი ღონე ქმნა მის ზედა სიტყჳთ და საქმით, ში-შითა და პატივითა და სწავლითა და მხილებითა, არამედ არა ინება მან სენისა მის ბოროტისა თჳსისა განკურნებაჲ.
ამისთჳს დაუტევა იგი და მოწაფეთა ეტყჳს საიდუმლოთა მათთჳს და მოაჴსენებს სიკუდილსა თჳსსა და ჯუარ-ცუმასა, რაჲთა ზედაჲსზედა წინაჲსწარმეტყუელებითა გულისჴმა-უყოს...