მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 13:26

25. ხოლო იგი მიეყრდნა მკერდსა იესუჲსსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს?26. მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე დავაწო პური და მივსცე, იგი არს. და დააწყო პური იგი და მისცა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა.27. და შემდგომად მიღებისა იუდაჲსა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი. და ჰრქუა მას იესუ: რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13
26. მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე დავაწო პური და მივსცე, იგი არს. და დააწყო პური იგი და მისცა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იგი არს, რომელსა მე დავაწო პური და მივსცე” (13,26).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და სახჱ ამის საქმისაჲ შემარცხუენელი არს, არამედ მან არცა ტაბლისა მისგან შეიკდიმა, რამეთუ პურსა მას ეზიარა, რომელმან-იგი ჴელთაგან თავადისათა მიიღო პური იგი. და ვინმცა არა ლმობიერქმნილ იყო ამას ზედა? არამედ იგი არა იქმნა ლმობიერ. ამისთჳს ეშმაკი მაშინღა შევიდა ჴელმწიფებით მის თანა, რაჟამს იხილა ურცხჳნელობაჲ და კადნიერებაჲ მისი. რამეთუ ვიდრემდის კრებულისა მისგან იყო, ვერ იკადრებდა ზედამისლვად, არამედ გარეთ მოუჴდებოდა და ჰბრძოდა, და ვინაჲთგან უკუე საცნაურ იქმნა და განეჩინა, მაშინ შევიდა მის თანა სრულიად, რამეთუ არცა ჯერ-იყო, რაჲთამცა ესრეთ მოუდრეკელი იგი იყო მის თანა. ამისთჳს განყო იგი და რაჟამს განყო, მაშინ მიიღო იგი ეშმაკმან, და მეყსეულად დაუტევნა იგინი იუდა და განვიდა მათგან ღამით.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის