მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 13:23

22. ხედვიდეს უკუე ურთიერთას მოწაფენი და არა იცოდეს, ვისთჳს იტყოდა.23. და იყო ერთი მოწაფეთა მისთაგანი მიყრდნობილ წიაღთა თანა იესუჲსთა, რომელი-იგი უყუარდა იესუს.24. წამ-უყვნა მას სიმონ-პეტრე, რაჲთა ჰკითხოს, ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს?
სახარებაჲ იოვანესი თავი 13
23. და იყო ერთი მოწაფეთა მისთაგანი მიყრდნობილ წიაღთა თანა იესუჲსთა, რომელი-იგი უყუარდა იესუს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე შეიწყნაროს, რომელი მე მივავლინო, მან მე შემიწყნაროს, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“ (13,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს მონათა ღმრთისათა მსახურებისა და განსუენებისა სასყიდელი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მან მე შემიწყნარა, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“. ხოლო რაჲმცა სწორ იყო ქრისტჱს და მამისა მისისა შეწყნარებისა? ხოლო რაჲსათჳს, რომელ თქუა რაჲ, ვითარმედ: „უკუეთუ იცით, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფთ ამას“, და მეყსეულად შეუდგინა ესე, ვითარმედ: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მან მე შემიწყნაროს“?

გარნა ამისთჳს ქმნა ესე, რამეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა განსლვაჲ სოფლად და თავს-დებაჲ მრავალთა ჭირთაჲ, ამისთჳს ორითა სახითა ნუგეშინის-სცემს: ერთად, რომელ ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მე გაჴსოვდე და იჴსენებდეთ ყოველსა, რომელი მე თავს-ვიდევ, ყოველივე ადვილად თავს-იდვათ; და კუალად მეორედ, რამეთუ მათთა შემწყნარებელთა ესევითარი სასყიდელი აღუთქუა. და ორივე იგი მით მოასწავა, რომელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მისდევდა მას პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ“ (18,15).:

...იტ იყო ესე, ვიდრეღა მტერნიცა წინაჲსწარმეტყუელებდეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მისდევდა მას პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ“ (18,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინ არს „სხუაჲ იგი მოწაფჱ“? გარნა თჳთ მახარებელი, რომელსა უთქუამს ესე. არამედ რად არა თქუა თჳსი სახელი, ვითარიგი ჟამსა სერობისასაცა, ვითარმედ: „სხუაჲ მოწაფჱ“, და არა თქუა თჳსი სახელი? არამედ მაშინ სამართლად ჰფარვიდა თავსა თჳსსა, რამე-თუ დიდ იყო საქმჱ იგი, ხოლო აქა რაჲსათჳსღა? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ მისვე მიზეზისათჳს, რამეთუ ესეცა საქმჱ დიდ იყო ფრიად, რომელ სხუანი ყოველნი განიბნინეს, და იგი მარტოჲ შეუდგა. ამისთჳს სახელი თჳსი არა თქუა, არამედ ოდენ პეტრესი, და აჴსენა მცირედ თავი თჳსი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტებით იტყჳს ყოველსავე, რამე-თუ მუნ იყო თანამდგომარე. და იხილე მისი საქმჱ, რაჲთა არავის უკჳრდეს, რომელ სხუანი ყოველნი წარვიდეს, და პეტრეცა გარე დაშთა, და იგი ოდენ შევიდა უფალსა თანა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“ (18,15,16), რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ახოვნებისა და უშიშოებისა თჳსისაგან ქმნა. და არა თუ ვითარცა საქებელად რაჲმე თქუა, თუ: „მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“, - ნუ იყოფინ! - არამედ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ამას ოდენ სიტყუასა მოვიდეს მოწაფენი მისნი და დაუკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა?“ (4,27).:

...არავე ჰკითხესო მიზეზი. ესრეთ განსწავლულ იყვნეს წესსა ზედა მოწფობისასა, ესრეთ ეშინოდა და ერიდებოდეს მას, რამეთუ დაღაცათუ მისთჳს ჯეროვანი გულისხმის-ყოფაჲ არა აქუნდა, გარნა ვითარცა საკჳრველსა ვისმე, ესრეთ ჰხედვიდეს მას და ერიდებოდეს; დაღაცათუ სადამე კადნიერ იქმნიან, ვითარ იოვანე, მკერდსა რაჲ მიეყრდნა, ; (21,20) და რაჟამს ეტყოდეს, თუ: „ვინ უზეშთაეს არს?“ ; ; და სხუაჲ მრავალი ესევითარი, გარნა რამეთუ მათ იქმოდეს, რომელი თავთა თჳს-თათჳს რაჲმე საჭირო არნ საკითხავად, ხოლო აქა სხჳსათჳს იყო საქმჱ, და ამისთჳს არა ჰკითხეს; და იოვანე რაჟამს მკერდსა მიეყრდნა, უკუანაჲსკნელ რაჲ უმეტესი კადნიერებაჲ მიეცა, რომელი-იგი იყო მოწაფჱ, რომელი უყუარდა უფალსა. ; (21,20)

სწავლაჲ ლგ სიმდაბლისათჳს და სიმშჳდისა

ვითარმედ ესენი აქუნდეს მახარებელსა იოვანეს, ამისთჳს უყუარდა იგი უფალსა. რამეთუ რაჲმცა იყო ამის ნეტარებისა უზეშთაესი? გარნა ნუმცა ვჰნატრით ოდენ მოციქულსა მას, საყუარელნო ძმანო,

არამედ ვისწრაფოთ, რაჲთა მახლობელ სანატრელისა...

სრულად ნახვა