...ა მოაწია შიში იგი, რამეთუ არა თქუა სახელით, ხოლო მათ დაღაცათუ არარაჲ იცოდეს ბოროტი თავთა თჳსთა თანა, არამედ ქრისტეს ბრძანებაჲ უსარწმუნოეს თჳსისა გულისსიტყჳსა აქუნდა, ამისთჳსცა ურთიერთას ჰხედვიდეს. ხოლო რაჲ არს ესე, რამეთუ: ყოველნი ურთიერთას ჰხედვიდეს, და ყოველთა უმჴურვალჱსი პეტრე იოვანეს წამ-უყოფდა? რამეთუ ვინაჲთგან შეჰრისხნა უფალმან, და კუალად დაბანად არა უტევებდა და დაეყენა ნებისაგან თჳსისა, და მარადის ჩანს, რამეთუ მჴურვალებისაგან წარემართების და დაეყენების, და ამისთჳს ეშინოდა და არცა თქუა და არცა დადუმნა, არამედ იოვანჱს შუამდგომელობითა ენება ცნობად. ხოლო ესე ნუუკუე გამოიძიოს ვინ, ვი-თარმედ რაჲსათჳს, რამეთუ რაჟამს-იგი ყოველთა ეშინოდა და შეურვებულ იყვნეს, და თავი იგი მოწაფეთაჲ პეტრე ძრწოდა, მაშინ იოვანე, ვითარცა საშუებელსა, „მიყრდნობილ იყო წიაღთა იესუჲსთა“ (13,23), და არა ესე ოდენ, არამედ მკერდსაცა მიეყრდნობოდა და მოეხუეოდა? ; (21,20) და კუალად ესეცა არს საძიებელ, თუ ვითარ, რომელ თავისა თჳსისათჳს იტყჳს, ვი-თარმედ: „რომელი უყუარდა იესუს“ (13,23)? და არავინ თქუა ესე სხუა-თა მახარებელთაგანმან მისთჳს, რამეთუ უყუარდეს ყოველნი უფალსა, ხოლო ესე უმეტეს ყოველთასა უყ...
სახარებაჲ იოვანესი 13:22
21. ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.22. ხედვიდეს უკუე ურთიერთას მოწაფენი და არა იცოდეს, ვისთჳს იტყოდა.23. და იყო ერთი მოწაფეთა მისთაგანი მიყრდნობილ წიაღთა თანა იესუჲსთა, რომელი-იგი უყუარდა იესუს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13