...ჳსცა არცა ეშინოდა. ვინაჲთგან უკუე შეჰრისხნა მას უფალმან, და მას ფრიადითა გულსმოდგინებითა ეთქუა, და არა სათნო-ეყო უფალსა, არამედ სატანა უწოდა, ამისა შემდგომად ესმა რაჲ, ვითარმედ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, ; ; სამართლად შეძრწუნდა. და აწ უკუე არა იტყჳს, თუ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, არამედ: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არსო“. ხოლო თქუა ესე, რაჲთა უჩუენოსცა, თუ ვითარ არარაჲ კაცობრივი იპოვების მისსა სწავლასა შინა. რამეთუ ვინაჲთგან ყოველთა დაუტევეს და იგინი ოდენ დაადგრეს მის თანა, პეტრჱს მიერ ყოველნივე აღიარებდეს მას ქრისტედ; რაჲთა არა ჰგონებდენ მას, თუ: ამისთჳს კაცობრივად გუეტყოდის ჩუენ, ამისთჳს განაყენებს იგი სიტყუასა თჳსსა ყოვლისაგანვე კაცობრივისა.
ხოლო სიტყუაჲ მისი, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: არარაჲ არს, რომელმანმცა დამაყენა მე მხილებად ბოროტთა. ნუ ჰგონებთ, თუ ვინაჲთგან ჩემ თანა დაადგერით, ამისთჳსმცა კაცობრივ რაჲმე გეტყოდე თქუენ, ანუ რომელ შემომიდეგით მე, ამისთჳსმცა არა ვამხილე უკეთურთა. რამეთუ რომელი ამათსაცა უზეშთაეს არს, ვერცა იგი დამაყენებს ამისგან, რამეთუ რომელი დაადგრეს, იგი სიყუარულსა მოძღურისასა გამოაჩინებს, ხოლ...