მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 13:18

17. ესე თუ სცნათ, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ ამას.18. არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ, რამეთუ მე გიცნი, რომელნი გამოგირჩიენ, არამედ რაჲთა წერილნი იგი აღესრულნენ: რომელი ჭამდა ჩემ თანა პურსა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი.19. ამიერითგან გეტყჳ თქუენ ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, რაჟამს იყოს, გრწმენეს თქუენ, რამეთუ მე ვარ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13
18. არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ, რამეთუ მე გიცნი, რომელნი გამოგირჩიენ, არამედ რაჲთა წერილნი იგი აღესრულნენ: რომელი ჭამდა ჩემ თანა პურსა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და ჰრქუა მათ: იცითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ?“ (13,12).:

...ე-ღა შთავრდომილისა აღმოსლვაჲ. რამეთუ იხილეთ იუდა, ვინაჲთგან შთააგდო თავი თჳსი ბოროტსა მას უკეთურებასა შინა, რაზომი შეწევნაჲ პოვა, და ვერვე განერა მისგან. რამეთუ თქუა მისთჳს, ვითარმედ: „ერ-თი თქუენგანი ეშმაკი არს“; და კუალად თქუა, ვითარმედ: „არა ყოველ-თათჳს ვიტყჳ“; და კუალად თქუა, ვითარმედ: „არა ყოველთა გრწამს“, და ვერცა ერთი მათგანი გულისხმა-ყო. ხოლო აწ, „ვითარცა დაჰბანნა ფერჴნი მათნი, მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და მერმე ჰრქუა მათ: იცითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ?“ (13,12). არღარა პეტრეს ოდენ, არამედ ყოველთა მიმართ იტყჳს: „თქუენ მხადით მე: უფალო და მოძღუარო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ“ (13,13).

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მხადით მე“ (13,13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳსსა სიტყუასა შემოიღებს და მერმე შესძინებს, ვითარმედ: „ვარო“, რამეთუ სიტყუაჲ მათი შემოიღო, რაჲთა არა სამძიმარ იყოს მის მიერ თქუმული, და თჳსითა სიტყჳთა დამტკიცებაჲ მათისა სიტყჳსაჲ დაუმძიმებელ და უეჭუელ ჰყოფს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვარო“. ჰხედავა, ვითარ, რაჟამს მოწაფეთა ეტყოდის, გამოაცხადებს თავსა თჳსსა? რამეთუ ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ნუვის ჰხადით მოძღუარ ქუეყანასა ზედა“;...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).:

...არა თქუა, თუ მიიგუაროსო. და დავით არა თქუა, ვითარმედ: განჴურიტნენ ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი, არამედ „განჴურიტნესო“, ვი-თარცა ქმნული. და მიმცემელისათჳს არღა ქმნულსა ვითარცა ქმნილსა იტყოდა, ვითარმედ: „რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი“; ; და კუალად იტყჳს: „მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“. და ესევითარი მრავალი ჰპოო, რომელ არღა ქმნილსა ვითარცა ქმნილსა იტყოდის წერილსა შინა.

სწავლაჲ იგ მოწყალებისათჳს

გნებავსა, რაჲთა სხუანიცა სახენი შემოვიხუნეთ? არამედ კმა არიან თქუმულნი ესე, რაჲთა არა მოწყინე იქმნნეთ სმენად. ამისთჳს აღსრულებაჲ ვყოთ სიტყჳსა ჩუენისაჲ. ხოლო აღსასრული ჯერ-არს, რაჲთა მადლობითა ვყოთ ღმრთისაჲთა, და მადლობაჲ არა სიტყჳთ ოდენ უყუარს ღმერთსა, არამედ უფროჲსად საქმით, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“. რამეთუ არარაჲ არს უბრწყინვალეს კეთილთა საქმეთასა, ვითარცა წერი...

სრულად ნახვა