თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი ზემო თქუა, მასვე იტყჳს აწ, ვითარმედ: უკუეთუ მონაჲ არა უფროჲს უფლისა არს, არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა, და მე ვარ უფალი და მოძღუარი და ესე ვქმენ, არა უფროჲსად თქუენ თანაგაცა ამისი ქმნაჲ? ხოლო მერმე უჩუენებს, ვითარმედ იციან ყოველი, რომელსა ეტყჳს მათ, ვითარმედ: „უკუეთუ ესე იცით“, ესე იგი არს, ვითარმედ: არა ვითარცა უმეცართა გეტყჳ თქუენ, არამედ ვითარცა მეცნიერთა, და უკუეთუ ჰყოთ, ნეტარ ხართ, რამეთუ ამისთჳს გეტყჳ, რაჲთა საქმითცა ჰქმნათ, რამეთუ ჰურიათაცა იციან, არამედ არა არიან ნეტარ, ვინაჲთგან არა იქმან. ხოლო არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ. ეჰა ძჳრუჴსენებელობაჲ ესე, რამეთუ არავე ამხილა მიმცემელსა მას, არამედ ჯერეთ ჰფარავს, რაჲთამცა მისცა მას ჟამი სინანულისაჲ, და ამხილებს, და არა ამხილებს სიტყჳთა მით, რომელი თქუა, ვითარმედ: „რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა“. ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ იგიცა სიტყუაჲ, რომელი თქუა, ვითარმედ: „არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა“, ამისთჳსვე თქუა, რაჲთა უკუეთუ სადა მონათა მიერ ანუ უდარესთა მოიწიოს მათ ზედა ჭირი და შეურაცხებაჲ, არა დაბრკოლდებოდიან, არამედ საქმესა მას იუდაჲსსა მოიგონებდენ,...
სახარებაჲ იოვანესი 13:17
მოციქულნი ყოველნი იყნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა, გარნა უმეტესად ყოველთა პეტრე მოციქული. ამან უწინარეს რაოდენისამე დღისა იცნო, ირწმუნა და აღიარა, რომელ მოძღვარი მათი, იესო ქრისტე, არის ძე ღვთისა ცხოველისა და აჰა ესერა ხედავს, რომელ იგი აღსდგა სერობისაგან, აღიღო ჭურჭელი წყლისა, მოიდრიკა მუხლნი და ვითარცა მონამან, იწყო ბანვა ფერხთა მოწაფეთასა. უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა? ჰკითხა მას განცვიფრებულმან პეტრე, ოდეს უფალი მივიდა მასთან დაბანვად ფერხთა მისთა, არა დამბანო უკუნისამდე ფერხნი ჩემნი...
მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა. რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის დაიმდაბლა ეგოდენ მან თავი თვისი? პირველად მისთვის, რამეთუ შეიყვარნა თვისნი იგი ამა სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნა იგინი (იოან. იგ, ა), ვითარცა იტყვის იოანე მახარებელი, აღმწერელი ამ შემთხვევისა. ამით მან გამოაჩინა განუზომელი თვისი სიყვარული მოწაფეთადმი და თვით საქმით მოგვცა ჩვენ მაგალითი სიმდაბლისა და თავის უარის ყოფისა. არა საკმაოდ შერაცხა მან სიტყვითა მხოლოდ სწავლა ჩვენი, არამედ მანვე პირველად...
...ბისა და განსუენებისა სასყიდელი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მან მე შემიწყნარა, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“. ხოლო რაჲმცა სწორ იყო ქრისტჱს და მამისა მისისა შეწყნარებისა? ხოლო რაჲსათჳს, რომელ თქუა რაჲ, ვითარმედ: „უკუეთუ იცით, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფთ ამას“, და მეყსეულად შეუდგინა ესე, ვითარმედ: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მან მე შემიწყნაროს“?
გარნა ამისთჳს ქმნა ესე, რამეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა განსლვაჲ სოფლად და თავს-დებაჲ მრავალთა ჭირთაჲ, ამისთჳს ორითა სახითა ნუგეშინის-სცემს: ერთად, რომელ ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მე გაჴსოვდე და იჴსენებდეთ ყოველსა, რომელი მე თავს-ვიდევ, ყოველივე ადვილად თავს-იდვათ; და კუალად მეორედ, რამეთუ მათთა შემწყნარებელთა ესევითარი სასყიდელი აღუთქუა. და ორივე იგი მით მოასწავა, რომელ თქუა, ვითარმედ: „ნეტარ ხართ, უკუეთუ ამას ჰყოფდეთ“, ხოლო მეორედ თქუა, ვითარმედ: „რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მან მე შემიწყნაროს“, რაჲთა ესრეთ ორკერძოვე აქუნდეს ნუგეშინის-ცემაჲ. ხოლო ვითარცა-ესე ამცნო ორივე, ვითარცა ქადაგთა ყოვლისა სოფლისათა, მერმე იგონებდა, ვითარ ამათ ორთაგანვე მიმცემელი იგი გამო-ჴუებულ არს, და არცა მოთმინებისა გჳრგჳნი აქუს, არცა შეწყნარებულ იქმნეს ვიეთგანმე. ამის...