თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი ზემო თქუა, მასვე იტყჳს აწ, ვითარმედ: უკუეთუ მონაჲ არა უფროჲს უფლისა არს, არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა, და მე ვარ უფალი და მოძღუარი და ესე ვქმენ, არა უფროჲსად თქუენ თანაგაცა ამისი ქმნაჲ? ხოლო მერმე უჩუენებს, ვითარმედ იციან ყოველი, რომელსა ეტყჳს მათ, ვითარმედ: „უკუეთუ ესე იცით“, ესე იგი არს, ვითარმედ: არა ვითარცა უმეცართა გეტყჳ თქუენ, არამედ ვითარცა მეცნიერთა, და უკუეთუ ჰყოთ, ნეტარ ხართ, რამეთუ ამისთჳს გეტყჳ, რაჲთა საქმითცა ჰქმნათ, რამეთუ ჰურიათაცა იციან, არამედ არა არიან ნეტარ, ვინაჲთგან არა იქმან. ხოლო არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ. ეჰა ძჳრუჴსენებელობაჲ ესე, რამეთუ არავე ამხილა მიმცემელსა მას, არამედ ჯერეთ ჰფარავს, რაჲთამცა მისცა მას ჟამი სინანულისაჲ, და ამხილებს, და არა ამხილებს სიტყჳთა მით, რომელი თქუა, ვითარმედ: „რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა“. ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ იგიცა სიტყუაჲ, რომელი თქუა, ვითარმედ: „არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა“, ამისთჳსვე თქუა, რაჲთა უკუეთუ სადა მონათა მიერ ანუ უდარესთა მოიწიოს მათ ზედა ჭირი და შეურაცხებაჲ, არა დაბრკოლდებოდიან, არამედ საქმესა მას იუდაჲსსა მოიგონებდენ,...
სახარებაჲ იოვანესი 13:16
მოციქულნი ყოველნი იყნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა, გარნა უმეტესად ყოველთა პეტრე მოციქული. ამან უწინარეს რაოდენისამე დღისა იცნო, ირწმუნა და აღიარა, რომელ მოძღვარი მათი, იესო ქრისტე, არის ძე ღვთისა ცხოველისა და აჰა ესერა ხედავს, რომელ იგი აღსდგა სერობისაგან, აღიღო ჭურჭელი წყლისა, მოიდრიკა მუხლნი და ვითარცა მონამან, იწყო ბანვა ფერხთა მოწაფეთასა. უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა? ჰკითხა მას განცვიფრებულმან პეტრე, ოდეს უფალი მივიდა მასთან დაბანვად ფერხთა მისთა, არა დამბანო უკუნისამდე ფერხნი ჩემნი...
მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა. რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის დაიმდაბლა ეგოდენ მან თავი თვისი? პირველად მისთვის, რამეთუ შეიყვარნა თვისნი იგი ამა სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნა იგინი (იოან. იგ, ა), ვითარცა იტყვის იოანე მახარებელი, აღმწერელი ამ შემთხვევისა. ამით მან გამოაჩინა განუზომელი თვისი სიყვარული მოწაფეთადმი და თვით საქმით მოგვცა ჩვენ მაგალითი სიმდაბლისა და თავის უარის ყოფისა. არა საკმაოდ შერაცხა მან სიტყვითა მხოლოდ სწავლა ჩვენი, არამედ მანვე პირველად...
...ჰნერგოთ გჳრგჳნი ეკლისაჲ, სამოსელი იგი კიცხევისაჲ, ლერწამი იგი და ყურიმლის-ცემაჲ, ნერწყუვაჲ და კიცხევაჲ, რამეთუ უკუეთუ ამათ ვიგონებდეთ, ფრიადი სარგებელი გუეყოს და არა განვრისხნეთ, რაჲცა ვინ ბოროტი მოაწიოს ჩუენ ზედა, რამეთუ „არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა“. ; ; (15,20) ვითარ ეტყოდეს მას ჰურიანი, ვითარმედ: „სამარიტელ ხარ, და ეშმაკი არს შენ თანა“, და სხუანი მრავალნი ესევითარნი? და ამისთჳს თავს-იდვა ესე ყოველი, რაჲთა ჩუენცა კუალსა მისსა შეუდგეთ, რამეთუ ესევე ასწავა მოციქულთა. და ჩუენ ყოველთა მოვიგოთ უკუე საქმჱ ესე, და არარაჲ ესრეთ ღმერთსა მოწყალე-ჰყოფს ჩუენ ზედა, ვითარ სიყუარული და მოთმინებაჲ და არა ბოროტის-ყოფაჲ მტერთაჲ.
რაჟამს ვინმე გავნოს, ნუ მას აბრალებ, არამედ ეშმაკსა, რომელმან აცთუნა იგი, და მას უფროჲსად სწყალობდი, რამეთუ ქრისტეცა შე-შფოთნაო იუდაჲსთჳს. რაჲსათჳს შეშფოთნა? მისისა წარწყმედისათჳს მწუხარე იქმნა. ამას ყოველსა ჩუენცა ვჰბაძვიდეთ. ხოლო უკუეთუ მას არა ვჰბაძვიდეთ და მისთა მცნებათა არა ვიქმოდით, უმჯობეს იყო, არა თუმცა შობილ ვიყვენით, რამეთუ სარწმუნოებაჲ ოდენ თჳნიერ საქმეთასა არა კმა არს სასუფეველსა შეყვანებად,...