მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 13:15

14. უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერჴთა.15. რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა, ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ.16. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა, არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა თჳსისა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13
15. რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა, ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ:

...ს პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა; რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა ვისგან, არამედ მსახურებად და მიცემად სულისა თჳსისა საჴსრად მრავალთა“. და კუალად თქუა: „რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა-იგი მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდით“.

აწ უკუე, საყუარელო, დაღაცათუ არამცა ვის ჰპოებდი კაცთა შორის სახედ კეთილისა და უფალსამცა ხოლო ჰბაძევდი, უმეტესადმცა საკჳრველ იქმენ, ვითარცა იგინი განბრწყინდეს, რომელნი უწინარეს ქრისტეს მოსლვისა იპოვნეს მოქმედ სათნოებისა, თჳნიერ სხუათა მიერ მოძღურებისა და სახისა, ვითარ იყო ნოე, აბრაჰამ, მელქიზედეკ, იობ და მსგავსნი მათნი. ხოლო აწ ჩუენ მრავალნი გუქონან სახენი სათნოებისანი: პირველად უფალი და მეუფე ჩუენი იესუ ქრისტე და მერმე აურაცხელი იგი სიმრავლე წმიდათაჲ, რომელთა საქმენი მზისა უბრწყინვალესად ბრწყინვენ. მათა მიმართ ჯერ-არს მარადის ხედვაჲ და მათი ბაძვაჲ და არა მათი, რომელთა დღეს ჰბაძავთ და პირსა შინა გქონან. რამეთუ მესმის, ვითარმედ არარაჲ არს სხუაჲ თქუენ შორის სიტყუაჲ, გარნა ესე: მან ვინმე მოიგო ესოდენი სოფელი, მან ვინმე მოჰმართა ესოდენი აგარაკი, მან ვინმე დაიუნჯა ესოდენი ოქროჲ, მან ვინმე აღაშენნა ესევითარნი ტაძარნი, და სხუაჲ მსგავს...

სრულად ნახვა