მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 13:14

13. თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ.14. უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერჴთა.15. რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა, ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13
14. უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერჴთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲ გლოვისათჳს თჳსთა ცოდვათაჲსა და ქველისსაქმისათჳს:

...მიერ და მოგჳყვანნა სასუფეველად და ცათა უმაღლეს მყვნა, რაჲთა ჩუენცა ძალისაებრ ჩუენისა ვჰბაძვიდეთ მას. რამეთუ მოწაფეთა რაჲ ეტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძ-ღუარმან, თქუენცა თანაგაც ურთიერთას ფერჴთა დაბანაჲ. რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა მე ვქმენ, ეგრეცა თქუენ იქმოდეთ“, არა თუ ფერჴთა დაბანისათჳს ოდენ თქუა, არამედ ყოვლისათჳსვე.

ეგრეთვე უკუე ჩუენ, გინა თუ ბოროტი ვინ იყოს, გინა თუ კეთილი, კეთილის-ყოფად ნუ დავსცხრებით, და მრავალგზის იპოვოსცა კაცი დიდი წინაშე ღმრთისა, რამეთუ აბრაჰამცა ყოველთა შეიწყნარებდა, და მერმე შეიწყნარნა ანგელოზნი. ეგრეთვე ჩუენცა მივემთხჳნეთ კაცთა მაღალთა, უკუეთუ მარადის კეთილსა ვიქმოდით. დაღაცათუ აქა არა მივემთხჳნეთ კაცთა წმიდათა, ღმერთმან არა იცისა, ვისთჳს ვიქმთ მოწყალებასა? ესე უკუე ყოველი გულისხმა-ვყოთ და მარადის ვიქმოდით ქველისსაქმესა ჭირვეულთა ზედა და მივიდოდით საპყრობილესა შინა მყოფთა მიმართ, რაჲთა მათცა ვარგოთ და ჩუენცა ვირგოთ უმეტესი, და ღმერთი იდიდოს ჩუენ ზედა, და ესრეთ ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,...

სრულად ნახვა