მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:5

4. თქუა ვინმე ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სიმონისმან, ისკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაჲ მისი:5. რაჲსათჳს ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა?6. ხოლო ესე თქუა, არა თუ გლახაკთაჲ რაჲმე ზრუნვაჲ ედვა გულსა მისსა, არამედ რამეთუ მპარავი იყო და გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
5. რაჲსათჳს ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...აჲ ჩემ თანა“, ; (14,10-11); (17,21) დაუტევეს იგი და დაბრკოლდეს. და უკუეთუ ამათ სიტყუათათჳს ესრეთ დაბრკოლდეს, უკუეთუმცა ყოვლადვე ესევითართა იტყოდა, ოდესმცა ისმინეს მისი? არამედ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მამცნო მამამან, ესრეთ ვიტყჳ“, და კუალად, ვითარმედ: „მე თავით ჩემით არარას ვიტყჳ“, ; (12,49); (14,10) მაშინ ჰრწმენა მისი, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ამათ სიტყუათათჳს მრავალთა ჰრწმენა მისი“. ხოლო აწ, უკუეთუ მდაბალთა სიტყუათა მეტყუელებაჲ სარწმუნოებასა მოატყუებდა და მაღალთაჲ - ურწმუნოებასა, ვითარ არა სრულიადი უგულისხმოებაჲ არს არაძებნაჲ მიზეზისაჲ, რომლისათჳს ესრეთ მდაბალთა მეტყუელებდა, ვითარმედ მსმენელთა მათ უძლურებაჲ იყო? ვითარცაიგი სხუასა ადგილსა ენება მაღლისა სიტყჳსა თქუმაჲ, არამედ დაიდუმა და მიზეზი ჰრქუა პეტრეს, ვითარმედ: „რაჲთა არა დაბრკოლდენ, შთააგდე სამჭედური ზღუასა“; ვითარცა-ესე ამასცა ადგილსა ქმნა, რამე-თუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ყოლადვე ისმინი ჩემი“, შესძინა და თქუა,...

სრულად ნახვა