მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:49

48. ხოლო რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი: სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუანაჲსკნელსა დღესა.49. რამეთუ მე თავით თჳსით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან მომცა მე მცნებაჲ, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი.50. და უწყი, რამეთუ მცნებაჲ მისი ცხორება საუკუნო არს. და რომელსა ვიტყჳ მე, ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრეცა ვიტყჳ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
49. რამეთუ მე თავით თჳსით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან მომცა მე მცნებაჲ, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა დაიმარხნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი“ (12,48).:

...მიუღებდენ მათგან ყოველსა სიტყუასა და დაშჯიდენ მათ, რომელმან სიტყუანი ესე, რომელნი თქუნა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ“, ; (8,42) და ვითარმედ: „მამამან, რომელმან მომავლინა მე, მომცა მცნებაჲ და სხუანი ესევითარნი, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი“, ; (14,10) და ესე ყოველნი დაუყოფდენ მათ მას დღესა პირსა და მოუღებდენ ყოველსა მიზეზსა. რამეთუ მან ყოველნი ესე სიმდაბლისა სახენი სიტყუანი მათთჳს თქუნა, რაჲთა იგინი მოიქცენ, და ვინაჲთგან არა მოიქცეს, ამისთჳს მათ სიტყუათა დასაჯნენ იგინი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „რომელმან მომავლინა მამამან, მან მომცა მცნებაჲ, თუ რაჲ ვთქუა, ანუ რასა ვიტყოდი“ (12,49)? ანუ ვითარ არს ესე? ნუუკუე ოდეს მოივლინებოდა, მაშინ ისწავლიდა, თუ რასა იტყოდის, და პირველ არა იცოდაა? და რაჲ არს უკუე ამის უბოროტეს, უკუეთუ ესრეთვე ვინ გულისხმა-ყოს სიტყუაჲ ესე და არა გულისხმაჰყოფდეს სიმდაბლისა მის სიტყუათა მიზეზსა? რამეთუ პავლე იტყჳს თავსა თჳსსაცა და მოწაფეთაცა ცებნად, თუ „რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ, კეთილი და სათნოჲ და სრული“, ხოლო ძემან არა იცოდაა, ვიდრემდე მცნებაჲ მიიღო? და ვითარმცა შესაძლებელ იყო ესე?...

სრულად ნახვა