თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ უძლურებისათჳს თანაწარჰჴდა შეურაცხისმყოფელთა მისთა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „არა მოვედ დაშჯად სოფლისა“. და მერმე, რაჲთა არა დაჴსნილ და უდებ იქმნნენ ამის სიტყჳსა მიერ, ამისთჳს შესძინა:
სახარებაჲ იოვანესი 12:47
...არა პურს და არც სასმელს, არამედ ტრაპეზისთვის შესაფერს: „სიტყუაჲ კეთილი“ (), რომელიც მხოლოდშობილის შესახებ არის, რადგან იგი განსაკუთრებით კეთილია.
რადგან ამბობს: „არა მოვედ მე სჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი“ (). ყველაფერი ლმობიერია, ყველაფერი სასჯელისგან თავისუფალია. წინასწარმეტყველი კი ასეთ რამეებს იმიტომ აღმოთქვამს, რომ თავისი გული განწმინდა. რადგან როგორც მუცელი, როცა უწმინდური სითხეებით არის სავსე, მათ შესაფერს ამოიტანს, ხოლო როცა ჯანმრთელია, შესაფერ აღმოთქმას წარმოშობს, ასევე წინასწარმეტყველის გულმაც, რადგან ცოდვებისგან თავისუფალი იყო, სულიწმინდის მადლი მიიღო და კეთილ სიტყვას აღმოთქვამს. აქედან კიდევ სხვა რამესაც ვსწავლობთ: წინასწარმეტყველები მისნებივით არ იყვნენ. იქ, ერთი მხრივ, დემონი, როცა სულში შეიჭრება, აზროვნებას აჩლუნგებს და გონებას აბნელებს, და ისინი ყველაფერს ისე წარმოთქვამენ, რომ მათ გონებას ნათქვამიდან არაფერი ესმის, არამედ თითქოს...
...ფსალმ 110:9). აქ ახალ აღთქმას ამბობს, რადგან, როცა მცნება და სჯული ახსენა, ხოლო ეს სჯული დაირღვა და რისხვა წარმოშვა, ამბობს, რომ „ჴსნა მოუვლინა ერსა თჳსსა“ (), როგორც თვითონაც ამბობდა: „არა მოვედ მე სჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი“ (). რადგან სჯული, როცა ირღვეოდა, სჯიდა; „რამეთუ შჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს შჯული, მუნ არცა შჯულისა გარდასლვაჲ“ (), ამბობს იგი; და კიდევ: „რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა, ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა“ (). ამიტომ ასე თქვა: „ჴსნა მოუვლინა ერსა თჳსსა“ ().
7. წმიდა სახელი და სიბრძნის დასაბამი
მაგრამ არც გამოსყიდვაა უბრალოდ მოცემული, არამედ გამოსყიდვის შემდეგ რჯულიც არის, რათა მადლის ღირსი ცხოვრება ვაჩვენოთ. „წმიდა არს და საშინელ სახელი მისი“ ()....
....
„და ამხილოს ერსა მრავალსა“ () - მებრძოლებსა და დამრღვევებს. ამასვე აცხადებდა ქრისტე, როცა ამბობდა: „მე არა განგიკითხავთ თქვენ, არამედ სიტყვა, რომელიც ვთქვი, ის განგიკითხავთ“ ()5. „და თანად დაშჭრიდენ მახვილებსა მათსა საჴნისად და ლახურებსა მათსა მანგლად“ (). „და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა“ (). წინასწარმეტყველი წინა ნიშნებს არ დასჯერდა. რადგან დიდია ჭეშმარიტების სიუხვე. ამიტომ ახალი აღთქმის კიდევ სხვა ნიშანსაც დებს, რომელიც მთელ სამყაროში ბრწყინავს.
რა არის ეს? მშვიდობა და ომების გაუქმება....
...კუალად მეორედ, რომელი ყოფად არს, არამედ ორნივე არა ერთსა ზედა არიან, რამეთუ პირველ მოვიდა, რაჲთა არა გამოიძინეს, არამედ მოგჳტევნეს ცოდვანი, ხოლო მეორედ მოსლვად არს, არა რაჲ-თა მოგჳტევნეს, არამედ რაჲთა გამოიძინეს. ამისთჳსცა პირველისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „არა მოვედ, რაჲთა დავსაჯო სოფელი, არამედ რაჲთა ვაცხოვნო”, ; ხოლო მეორისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „ოდეს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისაჲთა და დაიდგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი მარცხენით“. და უკუეთუმცა არა ფრიადითა სახიერებითა თჳსითა შეგჳნდობდა, პირველიმცა მოსლვაჲ მისი საშჯელიმცა კაცთაჲ ყოფილ იყო, რამეთუ პირველ მოსლვისა მისისაცა შჯული იყო ბუნებით, და კუალად შჯული და წერილი და სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთანი და საქმენი სასწაულთანი და სატანჯველთათჳს საუკუნეთა სიტყუანი და სხუაჲ ესევითარი მრავალი; და ღირს იყო, რაჲთამცა მის ყოვლისათჳს სიტყუაჲ იძია, არამედ მან კაცთმოყუარებისა თჳსისათჳს პირველი ყოველი შეგჳნდო, თუ არა, ყოველნიმცა წარწყმედულ ვიყვენით, რამეთუ ყოველ-თავე ვცოდეთ და დაკლებულ ვიყვენით დიდებასა ღმრთისასა, არამედ განვმართლდით უსასყიდლოდ მადლითა მისითა. იხილეა მიუწდო...
...გულისსიტყუაჲ აქუნდა ნიკოდემოსს და ვითარცა წინაჲსწარმეტყუელსა ვისმე, ესრეთ ეტყოდა: „ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოვლინებულ ხარ მოძღურად“. არამედ ქრისტემან არარაჲ ამხილა, თუ: რად კაცობრივი გულისსიტყუაჲ გაქუს ჩემთჳს? რამეთუ თჳთ უფალი იტყჳს, ვითარმედ: „არა მოვედ, რაჲთა დავსაჯო სოფელი, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი“. ; და ვითარცა მრავალგზის მითქუამს, არა თჳსსა პატივსა გამოჩინებად ისწრაფდა უფალი, არამედ რაჲთამცა მრავალნი აცხოვნნა და დაარწმუნა ყოველ-თა, ვითარმედ არარას იქმს წინააღმდგომსა მამისასა. ამისთჳსცა სიტყჳთ მრავალგზის სიმდაბლით იტყჳს უფალი, ხოლო საქმით, რა-ჟამს იქმნ სასწაულთა, გამოაჩინებნ მუნ თჳსსა ჴელმწიფებასა, ვითარ ცა-იგი რაჟამს ჰრქუა კეთროვანსა: „მნებავს, განწმდი!“ ; ; და: „ჭაბუკო, აღდეგ!“ და: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ და: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ;
...ქუა ელიაჲს მოსლვისაჲ: „ნუუკუე მოვიდე და მოვსრა ქუეყანაჲ ერთბამადო“. ამით სიტყჳთა მეორე იგი საშინელი მოსლვაჲ მისი მოასწავა, რამეთუ პირველსა მას მოსლვასა არა მოსრვად ქუეყანისა მოვიდა, ვითარცა თავადი იტყჳს, ვითარმედ: „არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა ცხონდეს სოფელი მის მიერ“.
ხოლო მეორესა მას მოსლვასა განსჯად და განკითხვად სოფლისა მომავალ არს. ამისთჳს გამოაცხადებს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: მაშინ მოსლვად არს თეზბელი, ოდეს განსჯაჲ ყოფად იყოს. და მიზეზსაცა გამოაჩინებს მოსლვისა მისისასა: „რაჲთა მოვიდესო და კუალადაგოს ყოველი“. ესე იგი არს, რაჲთა ასწაოს ებრაელთა, რომელნიცა მაშინ იპოვნენ ქუეყანასა ზედა, მოქცევად სარწმუნოებასა ქრისტესსა, და ყოველნივე კაცნი დაამტკიცნეს სარწმუნოებასა მისსა, რაჲთა არა წარწყმდენ ურწმუნოებითა, მო-რაჲ-ვიდეს უფალი განკითხვად.
ამისთჳსცა უფალი იტყჳს: „ელია მოვიდეს და კუალადაგოს ყოველი“. ესე იგი არს: მოაქცინეს მრავალნი ჰურიანი ურწმუნოებისაგან, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი ფრიად კეთილად იტყჳს. რამეთუ არა თქუა, თუ: მოაქციოს გული ძისაჲ მამისა, არამედ: „გული მამისაჲ ძისა“. ვინაჲთგან მოციქულნი ნათესავისაგან ებრაელთაჲსა იყვნეს, ამისთჳს ებრაელთა მამად მოციქულთა სახელ-სდვა და თქუა: რაჲთა მ...