მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:46

45. და რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი.46. მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს.47. და რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და არა ჰრწმენენ, მე არა ვსაჯო იგი, რამეთუ არა მოვედ მე სჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
46. მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ა̂. მსგავსად სახარებისა ღმრთისმეტყუელებაჲ ქრისტესთჳს, რომლისა მცნებათა დამარხვაჲ დაამტკიცებს ცნობასა მისსა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს. და ესე არს აღთქუმაჲ იგი, რომელი გუესმა მისგან და გითხრობთ თქუენ, რამეთუ ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ (1,4-5).:

...ნ, რამეთუ ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ (1,4-5).

თარგმანი: მაშინ აღივსების სიხარული მოძღუართაჲ, რაჟამს სწავლითა მათითა ცხოვნებულნი ზიარ იქმნნენ ღმრთისა, ხოლო აღთქუმაჲ ქრისტეს მიერ სმენილი ესე არს გამოცხადებაჲ ცხორებისა საუკუნოჲსაჲ, რომლისათჳს თჳთ თავადი ჴმობს: "მე ნათელი სოფლად მოვივლინე" (), და "მე ვარ ნათელი სოფლისაჲ" (), და კუალად თჳთ ესევე ღმრთისმეტყუელი იტყჳს: "ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს" (), ესე იგი არს სიკუდილსა და საცთურსა შინა სოფლისასა, და ესევითარნი ბნელნი მას ვერ ერევიან, ვერცა დააბრყჳლებენ ნათელსა მისსა. ხოლო ოდეს გესმას ბნელი გარემოჲს მისსა დადებულად, ესე მიუწდომელობისათჳს მისისა გულისჴმა-ყავ.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ზიარებაჲ გუაქუს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით, ვტყუვით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა (1,6).

თარგმანი: ესრეთ ეძიებს ზიარ-ყოფასა ღმრთისასა, რაჲთა, ვითარ-იგი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა, ეგრეთვე ჩუენ ვიქმოდით საქმეთა ნათლისათა და განვეშორნეთ საქმეთა ბნელისათა, რამეთუ ბნელსა ცოდვისასა ზიარი ღმრთისა ზიარებისაგან უცხო იქმნების.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით,...

სრულად ნახვა