თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რად გეშინის რწმუნებად ჩემდა, რომლისა სარწმუნოებაჲ ესრეთ დიდ არს და ღმრთისა მიიწევის? ჰხედავა, ვითარ ყოველსა ადგილსა გამოაჩინებს განუყოფელობასა თჳსსა მამისაგან? ხოლო ესე არაოდეს თქუა, ვითარმედ: რომელსა ჰრწმენეს მამაჲ, მე ვჰრწამ, რამეთუ უძლურ იყვნეს იგინი და ეთქუამცა უგუნურებით, ვითარმედ: აჰა ესერა ჩუენ ღმერთი გურწამს და შენ არა გურწამ; არამედ იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა ვჰრწმენე მე, მას მამაჲ ჰრწამს“, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არად საჴმარ არს მათი სარწმუნოებაჲ მამისა მიმართ, რომელთა იგი არა ჰრწმენეს; და რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ კაცისათჳს იტყჳს, ამისთჳს თქუა:
სახარებაჲ იოვანესი 12:44
...ითქოს ამას მამის შურისსაძიებლად აკეთებდნენ. ამიტომ, ეს თავისმართლება რომ ჩამოერთმია მათთვის, ამბობდა: „რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს“ (); და კვლავ: „რომელსა ვჰრწმენე მე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი“ (), და ყველგან თავისადმი პატივსა და შეურაცხყოფას მამასთან აკავშირებდა.
და იხილე წინასწარმეტყველის სიზუსტე. არ უთქვამს: „დასასჯელად“, არამედ: „დასამხობად“; ამას სხვა უფრო ცხადად აჩვენებს, როცა ამბობს: „შესაჩერებლად“, ესე იგი, მათი ურცხვობის მოსასპობად და არა სასწავლებლად, რადგან ისინი განუკურნებლად იყვნენ სნეულნი. ამიტომ, როდესაც ასეთ სასწაულს ხედავდნენ და საწინააღმდეგოდ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, მისკენ შებრუნდნენ და ამბობდნენ: „გესმისა, რასა-ესე იტყჳან?“ (). როცა უკვე თაყვანი უნდა ეცათ და გაკვირვებულიყვნენ, ისინი დიდ უღონობაში იყვნენ; თითოეულს თავის მოყვასისთვის უნდა ეთქვა: „არ გესმის, რას ამბობენ ესენი?“...
...მახარებელსა არა დაუწერიან, რამეთუ ვითარცა თჳთ იტყჳს, ვითარმედ უმრავლესნი იგი სასწაულნი მისნი არა დაუწერიან. ; (21,25) ხოლო ქრისტე განეშორა და კუალად მოვიდა რაჲ, ეტყოდა, ვითარმედ: „რომელსა მე ვჰრწმენე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი“. რამეთუ მარადის ესრეთ იქმს: იწყებს სიტყუათაგან მდაბალთა და მიიყვანებს სიტყუასა თჳსსა მამისა მიმართ და აღამაღლებს სიტყუასა თჳსსა; და რაჟამს იხილოს განფიცხებაჲ მათი, წარვალს მათგან და მერმე კუალად მოიწევის მათა მიმართ, კუალად მდაბალთა სიტყუათა მიერ იწყებს თქუმად, ვითარცა-იგი თქუა რაჲ, ვითარმედ: „ვი-თარცა მესმის, ვშჯი“, და მერმე აღამაღლა სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა, ეგრეთვე ძჱ აღადგინებს“; და მერმე მიეფარა და კუალად მივიდა მათა გალილეას და ეტყოდა სწავლასა და თქუა, ვითარმედ ზეცით გარდამოსრულ არს; და მიეფარა და კუალად კარვობად გამოჩნდა. და ესრეთ ჰყოფდა მარადის სწავლასა თჳსსა მრავალსახედ მიფარვითა და გამოჩინებითა, სიმდაბლითა და სიმაღლითა, ვითარ...