მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:35

34. მიუგო მას ერმან მან და რქუა: ჩუენ გუასმიეს სჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ? ვინ არს ესე ძე კაცისაჲ?35. რქუა მათ იესუ: მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ.36. ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ. ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაეფარა მათგან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
35. რქუა მათ იესუ: მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი ვალნ ბნელსა შინა, არა იცინ, ვიდრე ვალნ“ (12,35).:

...აოდენთა საქმეთა იქმან, და არა იციან, რასა იქმან, არამედ ვითარცა ბნელსა შინა ვლენ და ჰგონებენ, ვითარმედ მართალსა გზასა ვლენ, არამედ იგინი ბოროტსა და განდრეკილსა ვლენ, შაბათსა იმარხვენ და შჯულსა ძუელსა, და არა იციან, რასა იქმან. და ამისთჳს ეტყოდა: „ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუს, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ“, ესე იგი არს, ჩემნი ძენი; ვითარცა პირველ იტყოდა მახარებელი, ვითარმედ: „არა ნებითა ჴორცთაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს“, ესე იგი არს, ვითარმედ მამისაგანცა. აქა თჳთ იტყჳს შობად მათა, რაჲთა სცნა, ვი-თარმედ ერთი ძალი არს მამისა და ძისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს დაიმალა აწ, ვინაჲთგან არცა ქვები აღიღეს, არცა სიტყუაჲ ბოროტი ჰრქუეს? გარნა იგი მხედველი იყო გულთაჲ და ჰხედვიდა, ვითარმედ აღგზნებულ იყო გულისწყრომაჲ მათი, და წარვიდა, რაჲთამცა ნუგეშინის-სცა შურსა მათსა. და იხილე, ვითარ მოასწავა ესე მახარებელმან, რამეთუ მეყსეულად იტყჳს, ვითარმედ: „ესეზომი სასწაული ქმნა იესუ წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისი“ (12,37). რომელნი ესეზომნი? რაოდენნი მახარებელსა არა დაუწერიან, რამეთუ ვითარცა თჳთ იტყჳს, ვითარმედ უმრავლესნი ი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიდრემდე სოფელსა შინა ვიყო, ნათელი ვარ სოფლისაჲ“ (9,5).:

...აჲ სარწმუნოებად მრავალთა, რამეთუ ჯერეთ დღე არსო, ხოლო ამისა შემდგომად სრულიად განჰყოფს მათ. და ამას მოასწავებდა და იტყოდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიდრემდე სოფელსა შინა ვიყო, ნათელი ვარ სოფლისაჲ“ (9,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა-იგი სხუათაცა ეტყოდა, ვითარმედ: „ირწმუნეთ, ვიდრე ნათელი თქუენ თანა არს“. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, თუ: ვითარ, რომელ პავლე „ღამედ“ სახელ-სდებს ამას ცხორებასა და მას - „დღედ“, და ქრისტე - ამას „დღედ“ და მას „ღამედ“? არამედ არა თუ პავლე ქრისტეს წინააღუდგების, - ნუ იყოფინ! - არამედ ეგრეთვე იტყჳს იგიცა, ვითარცა უფალი; დაღაცათუ სიტყუანი არა ერთ არიან, არამედ ძალი ერთ არს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ღამჱ წარვალს, ხოლო დღჱ მოახლებულ არს“. და „ღამედ“ უწესს ამას ცხორებასა მათთჳს, რომელნი ურწმუნოებასა შინა არიან და ბოროტსა, გინა თუ შემსგავსებითა მას დღესა; ხოლო ქრისტე „ღამედ“ იტყჳს მას საუკუნესა ამის პირისათჳს, რამეთუ საქმჱ მაშინ არარაჲ იქმნების, არცა ცოდვაჲ, არცა სათნოებაჲ, ხოლო ამას ცხორებასა უწოდა „დღედ“, რამეთუ უკუეთუ ვის ენებოს, ძალ-უც ქმნაჲ კეთილისაჲ; და პავლე „ღამედ“ უწოდა ამას ცხორებასა, რამეთუ ბნელსა შინა არიან, რომელნი უკეთურებით და ურწმუნოებით იქცევი...

სრულად ნახვა